Thumbnail
  • L'avenir.net-ის სპეციალური სტატია ჟორჟ მიქაუტაძის შესახებ
  • 19 წლის ფორვარდის გზა: ჟერლანი-ლიონი-მეცი-ბელგია

ახლახან TRANSFERMARKT-მა ქართული წარმოშობის ფრანგი ფორვარდის, 19 წლის ჟორჟ მიქაუტაძის ფასი 6-ჯერ გაზარდა - ის ამიერიდან 1.2 მილიონი ევრო ღირს. ფრანგულენოვანმა L'avenir.net-მა 7 ტურში 14 გოლის გამტან ფეხბურთელს სტატია მიუძღვნა, რომელშიც მას le serial buteur (სერიული გამტანი) უწოდა. 

წაიკითხე | მიქაუტაძე ლევანდოვსკისთან წუთს აგებს - ჟორჟი 6-ჯერ გაძვირდა!

მეცის ახალგაზრდა ტალანტები ბელგიურ პროქსიმუს ლიგის სერენში "ილესავენ კბილებს", მათ შორის ერთ-ერთს, 19 წლის ჟორჟ მიქაუტაძეს ფენომენალური დასაწყისი გამოუვიდა - 7 ტურში მან 14 გოლი გაიტანა. მომავალ კვირაში ტალანტი 20 წლის ხდება. მაშ გავიცნოთ ლიონის რიგით მე-12 პროდუქტი, რომელმაც სერენამდე გზა მეცის გავლით გამოიარა, ფრანგი ქართული აქცენტით.

"ჟორჟი საფრანგეთში დაიბადა, მისი მშობლები ქართველები არიან. ის ძალიან დამჯერი ბავშვი იყო, მასზე ბევრს არ ლაპარაკობდნენ", - იხსენებს ჟერლანის სპორტული დირექტორი ამირ ბენუა. ჟერლანი მიქაუტაძის პირველი კლუბი იყო 6-7 წლის ასაკში: "ის დროს ქუჩაში არ ატარებდა, ყოველდღე მოდიოდა სავარჯიშოდ". ამ დროს ჟორჟის მამა თითქმის ყოველთვის ესწრებოდა შვილის ვარჯიშებს: "იმ დროს მას უჭირდა ფრანგულად საუბარი და ხშირად ჟორჟის საშუალებით ვიგებდი, რა უნდოდა მამამისს. მაგრამ ასეთ მშობელს, როგორც მამამისია, მხოლოდ ინატრებ მწვრთნელი". 

ჟორჟი 2023 წლამდე მეცის საკუთრებაა

მიქაუტაძე თავიდანვე მშრომელი იყო: "ის ხშირად მთხოვდა, რომ ვარჯიშის შემდეგ დავრჩენილიყავი, რომ დარტყმაზე ევარჯიშა", - იხსენებს ჟერლანის გოლკიპერი მეჰდი ბუსაიდი - "მასზე დიდი ვარ, მაგრამ მაინც მაიძულებდა ამას".

ამირ ბენუა: "ის ისეთი ბავშვი იყო, რომელთაც ბურთთან შეხებაც ბედნიერებას ანიჭებთ. ფლანგზე შემტევად თამაშობდა, უკვე ჰქონდა კარგი დარტყმა, იყო ცოცხალი და მოძრავი. არაფერს ვიტყვი მის ჭკუაგახსნილობაზე - უკვე იცოდა, რა სურდა და სად უნდა წასულიყო".

ასეთი პოტენციალის ბიჭი შეუმჩნეველი არ დარჩა მეზობელ ლიონს, სადაც გადავიდა კიდეც ჟორჟი. 2015 წელს ლიონმა ის ქალაქის გარეობნის სან პრისტში გაუშვა, სადაც უკვე მეცმა შეამჩნია და 2017-ში აიყვანა კიდეც. 

მას ყოველ 44 წუთში გოლი გააქვს და უახლოეს მდევარს 10 გოლით უსწრებს

ოლივიე პერენი (ლიონის დირექტორი): "მან ბრწყინვალედ დაიწყო, გოლებიც გაჰქონდა, მაგრამ აკლდა სტაბილურობა. ახასიათებდა ჩავარდნები, მიუხედავად იმისა, რომ მისი ტექნიკური არსენალი გამორჩეული იყო და ტალანტიც ცხადი. ვფიქრობ, როგორც კი პროფესიონალებში აღმოჩნდა, დაღვინდა, ასეც ხდება ხოლმე, ახალგაზრდა ტალანტებს, ხანხადან, დრო ესაჭიროებათ".

2019 წლის დეკემბერში მას დებიუტი ჰქონდა ლიგა 1-ში (7 წუთი ნიცასთან), მეტი მას ჯერ არ უთამაშია საფრანგეთის ჩემპიონატში. ცხადი იყო, რომ მიქაუტაძისთვის ადრე იყო ლიგა 1, ასე აღმოჩნდა ის სერენში. 

ტეო პიერო (სერენის კაპიტანი): "პირველივე ვარჯიშებზე, ჯერ კიდევ უბურთოთ ეტყობოდა, როგორი მონდომებული და ცოცხალი იყო. ბურთით ვარჯიში დავიწყეთ და მივხვდით, რომ ძალიან ნიჭიერია".

პირველივე მატჩში ფრანგმა ქართველმა 4 გოლი გაიტანა ლომელის კარში! მალე გამოჩნდა, რომ ეს არ იყო შემთხვევითობა. 

📺 მიქაუტაძის დუბლი მოლენბეკთან

ანტუან ბერნიე (სერენი): "ის მკლველია, ვარჯიშებზეც კი უამრავი გოლი გააქვს. ძალიან მიზანდასახულია".

ოლივიე პერენი: "ჟორჟს ნამდვილად აქვს ლიგა 1-ში თამაშის პოტენციალი. სერენის მწვრთნელი ემილიო ფერერა მასზე არგებს გუნდის თამაშს".

ტეო პიერო: "მიუხედავად იმისა, რომ ყურადღების ცენტრში მოექცა, მიწაზე მყარად დგას და ეს ყურადღება თავში არ ავარდნია".

ანტუან ბერნიე: "ის ძალიან მშრომელი და ადვილად საურთიერთო ადამიანია, ნამდვილი ჯოკერია გასახდელში. ჰეთ თრიკების შემდეგ ბურთებს აგროვებს და ჩვენ ვეხუმრებით, რომ მალე მათი ადგილი არ ექნება". 

კომენტარები

ბოლო ამბები