Thumbnail
  • ცრვენა ზვეზდა 86:84 (ოვერტაიმი) ცსკა 
  • თორნიკე შენგელია: 8 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი

თორნიკე შენგელიას ცსკა ბელგრადში სერბულ ცრვენა ზვეზდასთან ევროლიგის მე-5 ტურის მატჩში ოვერტაიმში დამარცხდა - 84:86. 

საქართველოს ნაკრების კაპიტანი მოსკოვური კლუბის სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, მას არც მატჩი ჩაუმთავრებია, რადგან ოვერტაიმში, თამაშის დასრულებამდე სამი წუთით ადრე, მე-5 პერსონალური შენიშვნა მიიღო. 

საერთო ჯამში, შენგელიამ 21:02 წუთში 8 ქულა ჩააგდო (მხოლოდ ერთი ორქულიანი ესროლა და ჩააგდო, ჩააგდო ორიდან ერთი სამქულიანი, საჯარიმოს ხაზიდან ცუდად ესროლა - 6-დან 3 ჩააგდო). ქართველის ანგარიშზე 4 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრაა. მან ორჯერ დაკარგა ბურთი და მის წინააღმდეგ 6-ჯერ დაჯარიმდნენ. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 11, ცსკა-შიც კი მხოლოდ მეოთხე იყო. 

ცრვენა ზვეზდას ამერიკელმა ლოიდმა მოაგებინა, რომელმაც 31 ქულა ჩააგდო, ცსკა-ს ჰაკეტს 29 ქულა ჰქონდა. ცსკა-მ ხუთი მატჩიდან მხოლოდ 2 მოიგო და 3 დათმო. 29 ოქტომბერს თორნიკე შენგელიას გუნდი ესპანურ ვალენსიას უმასპინძლებს

კომენტარები

ბოლო ამბები