Thumbnail

TRANSFERMARKT-მა 19 წლის ჟორჟ მიქაუტაძის საბაზრო ფასი განაახლა - ის 6-ჯერ გაძვირდა!

თუ აქამდე ქართული წარმოშობის ფრანგი ფეხბურთელი მხოლოდ 200 ათასი ევრო ღირდა, ახლა მისი ფასი 1.2 მილიონია. ცნობილმა გერმანულმა პორტალმა მას სტატიაც კი მიუძღვნა.

ჟორჟმა 7 მატჩში 14 გოლი გაიტანა

"პროქსიმუს ლიგაში ყველაზე მეტად სერენის ფორვარდ ჟორჟ მიქაუტაძის ფასმა მოიმატა მილიონი ევროთი. 19 წლის შემტევს 7 მატჩში 14 გოლი აქვს გატანილი, მას ყოველ 44 წუთში გააქვს! მსგავსი შედეგი ევროპის მასშტაბით მხოლოდ ბუნდესლიგის ფეხბურთელებს, რობერტ ლევანდოვსკის (ბაიერნი) და ანდრეი კრამარიჩს (ჰოფენჰაიმი) აქვთ", - წერს TRANSFERMARKT.

შეგახსენებთ, რომ ჰოფენჰაიმის ხორვატი ფორვარდი კრამარიჩი ყოველ 45 წუთში იტანს გოლს, ხოლო ბაიერნის პოლონელი სუპერფორვარდი ლევანდოვსკი - ყოველ 43 წუთში. ლევანდოვსკის მაჩვენებელი 1 წუთით სჯობს მიქაუტაძისას. 

არეალი, სადაც ქართველი შემტევი მოქმედებს პროქსიმუს ლიგის მიხედვით

TRANSFERMARKT ასევე წერს, რომ მიქაუტაძე ლიონის აღზრდილია და ლიგა 1-ის მეცს ეკუთვნის. მას კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს მეცთან. 

📺 მიქაუტაძის დუბლი მოლენბეკთან

"ის ლიონში დაიბადა, მაგრამ ქართული პასპორტიც აქვს და შეუძლია კავკასიური ქვეყნის ნაკრებში თამაში", - წერს პორტალი, თუმცა პასპორტთან დაკავშირებით ინფორმაცია, შესაძლოა, არ იყოს სწორი. 

კომენტარები

ბოლო ამბები