Thumbnail
  • მირიან ბურდულის კარკასონი პერპინიანთან განადგურა.
  • შალვა სუთიაშვილის ანგულემმა გრენობლთან წააგო.
  • ილია კაიკაციშვილის მასის კოლომიემ მოუგო.

PRO D2-ში 30-ე ტურის მატჩები გაიმართა, რითიც რეგულარული სეზონი დასრულდა. სულ მალე დაიწყება პლეი ოფები და ბრძოლა TOP 14-ში გადასასვლელად.

მირიან ბურდულის კარკასონმა პერპინიანთან სტუმრად დიდი სხვაობით წააგო. PRO D2-ის რეგულარული სეზონის გამარჯვებულმა მეტოქეს 73:7 მოუგო და 92 ქულით სეზონი პირველ ადგილზე დაასრულა. ბურდულის კარკასონი 53 ქულით მე-14 ადგილზე გავიდა და PRO D2-ში ადგილი შეინარჩუნა.

ბურდულმა 39-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. მწვრთნელმა ის მინდორზე აღარ დააბრუნა და მის ნაცვლად მინდროზე ქართველი მორაგბე, გიორგი ნაცარაშვილი შეუშვა.

შალვა სუთიაშვილის ანგულემი გრენობლთან 19:10 დამარცხდა. სუთიაშვილმა სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და 64-ე წუთზე შეცვალეს. გრენობლი პლეი ოფს ითამაშებს, ანგულემი 59 ქულით მე-12 ადგილზე გავიდა.

ილია კაიკაციშვილის მასი ბოლო ტურში კოლომიესთან 49:24 დამარცხდა. კაიკაციშვილი სათადარიგო შემადგენლობაში იყო, ქართველ მორაგბეს 48-ე წუთზე მიეცა მინდორზე გამოსვლის შანსი. მასი 59 ქულით მე-11 პოზიციაზე გავიდა. კოლომიემ სეზონი 69 ქულით მე-9 ადგილზე დაასრულა.

ელიზბარ ყუფარაძის დაქსი PRO D2-ს დაემშვიდობა. მიუხედავად ვანთან მოგებისა, დაქსმა 46 ქულა დააგროვა და მე-15 ადგილზე გავიდა. ყუფარაძე 28-ე წუთზე შემოვიდა მინდორზე, საბოლოოდ კი 65-ე წუთზე შეცვალეს. დაქსმა 34:28 მოუგო ვანს და ასე დაემშვიდობა PRO D2-ს.

სხვა მატჩები ასე დასრულდა:ბეზიე 36:22 ნევერი. ბიარიცი 58:31 მონტობანი. ორიაკი 31:26 მონ დე მარსანი. ნარბონი 26:21 ბაიონა.

პლეი ოფში ერთადერთი ქართველის გუნდი გავიდა. ბექა გიგაშვილის გრენობლი ბიარიცს შეხვდება. PRO D2-ს ბექა ბიწაძის ნარბონი და ელიზბარ ყუფარაძის დაქსი დაემშვიდობა.

კომენტარები

ბოლო ამბები