Thumbnail

გნაბრის ინფიცირების შემდეგ - უეფამ დაადასტურა: ბაიერნი-ატლეტიკო ჩატარდება

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • სერჟ გნაბრის გარდა ბაიერნში კოვიდ-19 არავის დაუდასტურდა
  • ატლეტიკოსთან მატჩი გეგმის მიხედვით გაიმართება

ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი ტურნირის მოქმედ გამარჯვებულ ბაიერნსა და მადრიდის ატლეტიკოს შორის გეგმის მიხედვით ჩატარდება. ინფორმაცია უეფამ ოფიციალურად დაადასტურა.

“თამაში ჩატარდება,” - განუცხადეს DPA-ს უეფაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ოთხშაბათს დილით, ბაიერნში კორონავირუსზე ჩატარებული ტესტების შედეგები უარყოფითია. შეგახსენებთ, რომ სამშაბათს საღამოს მიუნხენური გრანდის ფეხბურთელ სერჟ გნაბრის კოვიდ-19 დაუდასტურდა და რაკი მან სამშაბათს გუნდთან ერთად ივარჯიშა და თანაგუნდელებთან ახლო კონტაქტი ჰქონდა, ბაიერნისა და ატლეტიკოს შეხვედრის ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ იყო.

ბაიერნის გარემარბ სერჟ გნაბრის კოვიდ-19 გუშინ დაუდასტურდა 

გერმანული მედიის ინფორმაციით, გნაბრი კარანტინშია და სიმპტომები არ აღენიშნება. შეგახსენებთ, რომ უეფას წესების მიხედვით, თუკი გუნდს მატჩზე მინიმუმ 13 ჯანმრთელი ფეხბურთელის მიყვანა შეუძლია (მათ შორის, მინიმუმ ერთი მეკარე უნდა იყოს), მატჩი არ გადაიდება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები