Thumbnail

ფინ რასელი იქნება - შოტლანდიის შემადგენლობა საქართველოსთან

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საქართველოს მორაგბეთა ნაკრები შოტლანდიასთან მორიგ მატჩს ჩაატარებს
  • შოტლანდიელთა მწვრთნელმა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 23 ოქტომერს შოტლანდიის ეროვნულ გუნდთან ტესტ მატჩს ჩაატარებს. შოტლანდიელთა მწვრთნელმა, გრეგორ თაუნსენდმა დაასახელა ის 23-კაციანი შემადგენლობა, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ იასპარეზებს.

შოტლანდიელებს მატჩამდე დანაკლისიც ჰქონდათ. მათ კაპიტანი სტუარტ ჰოგი და ფინ რასელი ვერ უნდა დახმარებოდნენ. ჰოგი საქართველოსთან ვერ ითამაშებს, თუმცა რასინგის მორაგბე ფინ რასელი მწყობრშია და ის სათადარიგო სკამიდან ჩაერთვება შეხვედრაში. შოტლანდიელებს ფრეიზერ ბრაუნი უკაპიტნებს, რომელიც ნაკრებში 51-ე კეპს მოიხვეჭს. ჯერჯერობით უცნობია, რა შემადგენლობას დააყენებს ლევან მაისაშვილი შოტლანდიელთა წინააღმდეგ.

"ბორჯღალოსნებს" "ნარშავებთან" სულ 4-ჯერ უთამაშიათ და ყველა შემთხვევაში დამარცხდნენ. შეგახსენებთ, რომ შოტლანდია არის პირველი ქვეყანა 6 ერიდან, რომელმაც საქართველოს ნაკრებთან მატჩი თბილისში გამართა.

ძირითადი შემადგენლობა: 1. რორი საზერლენდი, 2. ფრეიზერ ბრაუნი, 3. ზანდერ ფაგერსონი, 4. ბენ ტულისი, 5. სკოტ კამინგსი, 6. ჯეიმი რიტჩი, 7. ჰემიშ უოტსონი, 8. მეტ ფაგერსონი 9. ალი პრაისი, 10. ადამ ჰასტინგსი, 11. დუან ვან დერ მერვე, 12. ჯეიმს ლანგი, 13. კრის ჰარისი, 14. დარსი გრეჰემი, 15. ბლეირ კინგჰორნი

სათადარიგო შემადგენლობა: 16. სტიუარტ მაკკინალი, 17. ოლი კებლე, 18. საიმონ ბერგანი, 19. რობ ჰარლი, 20. ნიკ ჰეინინგი, 21. კორნელ დუ პრიზი, 22. ჯორჯ ჰორნი, 23. ფინ რასელი

კომენტარები

ბოლო ამბები