Thumbnail

რონალდო თავზე - ვიდეოს ერთ დღეში 5 მილიონზე მეტი ნახვა აქვს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ორიგინალური ვარცხნილობის ავტორი ეკვადორელი სტილისტია
  • რგოლი პოპულარული ინსტაგრამის გვერდზე '433' განთავსების შემდეგ გახდა

კრიშტიანო რონალდოს ერთგულმა ქომაგმა საყვარელი ფეხბურთელისადმი პატივისცემის გამოხატვის ორიგინალურ ხერხს მიმართა. მან თმა ისე შეიჭრა, რომ ახლა თავზე ტურინის იუვენტუსის ვარსკვლავის სახე აქვს გამოსახული.

ორიგინალური ვარცხნილობის ამსახველი ვიდეო ეკვადორელმა სტილისტმა ჯერ კიდევ ზაფხულში გადაიღო, ახლა კი, რგოლი ინსტაგრამის პოპულარულ ანგარიშზე "433" მოხვდა და მხოლოდ 1 დღის განმავლობაში 5 მილიონზე მეტი (უფრო ზუსტად, 5.46 მილიონი) ნახვა ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ რონალდო იუვენტუსში 2018 წლიდან ირიცხება, მანამდე კი, მადრიდის რეალში, ლისაბონის სპორტინგსა და მანჩესტერ იუნაიტედში უთამაშია. პორტუგალიელი ფორვარდი “ოქროს ბურთის” 5-გზის მფლობელია.

კომენტარები

ბოლო ამბები