Thumbnail

არსენალმა იოზილი წაშალა! მესუთმა ბოლო თამაში ალბათ უკვე ჩაატარა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • მესუთ იოზილს არსენალში მომავალი აღარ აქვს და ეს ყველამ იცოდა
  • ახლა 32 წლის ნახევარმცველი პრემიერლიგის განაცხადიდანაც ამოიღეს
  • დიდი შანსია, რომ მას არსენალში ბოლო მატჩი უკვე ჩატარებული ჰქონდეს

მესუთ იოზილის კრიზისმა ლონდონის არსენალში ახალ ‘მწვერვალს’ მიაღწია: ის უკვე პრემიერლიგის განაცხადშიც აღარაა!

მას მერე, რაც შიდა სატრანსფერო ფანჯარაც დაიხურა, პრემიერლიგის კლუბებს 25-კაციანი განაცხადები სამშაბათს უნდა წარედგინათ. არსენალის სიაში მესუთ იოზილი არ არის. მანამდე, ლონდონურმა კლუბმა იოზილი, რომელსაც არსენალში მარტის შემდეგ აღარ უთამაშია, არც ევროპალიგის განაცხადში შეიყვანა. როგორც ჩანს, მესუთი პრემიერლიგაში “მეთოფეებში” აღარც ითამაშებს. მის კონტრაქტს ვადა ზაფხულში ეწურება.

მიუხედავად იმისა, რომ ცხადი იყო, მთავარი მწვრთნელი მიკელ არტეტა სეზონს იოზილის გარეშე გეგმავდა, მესუთმა კლუბის გამოცვლაზე უარი თქვა - ძალიან მაღალი ხელფასის დათმობა არ სურდა. ახლა 32 წლის შემტევ ნახევარმცველს მხოლოდ 23-წლამდელთა გუნდში შეუძლია თამაში.

სხვათა შორის, იგივე ეხება სოკრატისსაც (32 წლის, კონტრაქტი 2021 წლამდე), რომელიც არტეტას ასევე აღარ აინტერესებს.

ევროპალიგის პირველ ტურში არსენალი ხუთშაბათს ვენის რაპიდს ეთამაშება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები