Thumbnail

სტუდია Sucker Punch, სავარაუდოდ, Ghost of Tsushima გაგრძელებაზე უკვე მუშაობს

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ
  • ფანებს ეჭვი მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც სტუდიის ვებ-გვერდზე განთავსებული ვაკანსია ნახეს
  • Sucker Punch-მა გადაწყვიტა, PlayStation-ის ექსკლუზიურ თამაშებზე მუშაობა განაგრძოს

Ghost of Tsushima, თამაში, რომელმაც თავისი ულამაზესი გრაფიკითა და საინტერესო სიუჟეტით დიდი პოპულარობა მოიპოვა, სავარაუდოდ, მეორე ნაწილს ან DLC-ს მიიღებს. ამაზე ინტერნეტში ჭორები მას შემდეგ გავრცელდა, რაც თამაშის ავტორმა დეველოპერმა სტუდია Sucker Punch-მა საკუთარ ვებ-გვერდზე ვაკანსია გამოაქვეყნა. განცხადებაში ნათქვამია, რომ სტუდია ეძებს სიუჟეტის მწერალს, რომელსაც 'აქვს სურვილი და გამოცდილება, დაწეროს ისტორიები ფეოდალური იაპონიის კულტურაზე'

'Sucker Punch ეძებს ადამიანს, რომელსაც შეუძლია დიალოგისა და ტექსტის წერა, ღია-სამყაროს ტიპის თამაშში. იდეალურ კანდიდატს კარგად უნდა ესმოდეს, როგორ მუშაობს პერსონაჟებზე დაფუძნებული AAA ტიპის თამაში. აუცილებელია ფეოდალური იაპონიის ისტორიის საფუძვლიანი ცოდნაც.''

Ghost of Tsushima-ში მოქმედება სწორედ ფეოდალური იაპონიის ეპოქაში, უფრო ზუსტად კი, 1274 წელს მიმდინარეობს. ეს განცხადება, არ ნიშნავს რომ თამაში აუცილებლად სრულმეტრაჟიან მეორე ნაწილს მიიღებს - შესაძლოა, სტუდია DLC-ზე მუშაობდეს. რაც უნდა იყოს, Ghost of Tsushima-ს ფანებს სიურპრიზი ნამდვილად ელით.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ, როგორც ჩანს, Sucker Punch-მა გადაწყვიტა, PlayStation-ის ექსკლუზიურ თამაშებზე მუშაობა განაგრძოს. გასაკვირი არცაა, რომ Sony-ს სურს, ამ სტუდიასთან მუშაობა განაგრძოს: Ghost of Tsushima Sony-ს ისტორიაში, ყველაზე სწრაფად გაყიდვადი ექსკლუზივი გახდა.

ცოტა ხნის წინ, თამაშს განახლებაც დაემატა, co-op მოუდის სახით.
 

კომენტარები

ბოლო ამბები