Thumbnail

'ზუსტად ეს მინდა' - რონალდ კუმანი ბარსელონას თამაშით კმაყოფილია

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა უნგრულ ფერენცვაროშთან (5:1) თამაში შეაფასა. ნიდერლანდელი სპეციალისტი გუნდის მიერ ნაჩვენები თამაშის ხარისხით კმაყოფილი დარჩა და აღნიშნა, რომ ნებისმიერ მწვრთნელს საკუთარი გუნდისგა ზუსტად ამის ნახვა უნდა.

რონალდ კუმანი (ბარსელონას მწვრთნელი): "საერთო ჯამში თამაშით კმაყოფილი ვარ, 3 ქულისა და 5 გატანილი გოლის გამო. პიკეს წითელი ბარათი ძალიან მკაცრი სასჯელი იყო - პენალტი და გაძევება ერთად ზედმეტია. თუმცა, უნდა აღინიშნოს ის, თუ როგორ ითამაშა გუნდმა რიცხობრივ უმცირესობაში.

ტრინკაუ ფლანგზე მეტოქეს ბევრ პრობლემას უქმნიდა, დემბელე კარგად შემოვიდა, გაიტანა გოლი და სახიფათო მომენტები შექმნა. ეს არის ზუსტად ის, რისი დანახვაც ნებისმიერ მწვრთნელს უნდა - მოთამაშეები თამაშის რიტმს გრძნობენ. არაუხო კარგად თამაშობს, დაცვის ცენტრში კონკურენციაა, პიკეს და ლენგლეს არყოფნაში მშვიდად ვარ, არაუხო გვყავს".

შეგახსენებთ, რომ ბარსელონას უახლოეს 1 კვირაში ურთულესი კალენდარი აქვს. რონალდ კუმანის გუნდი 24 ოქტომბერს, მადრიდის რეალს დაუპირისპირდება, ხოლო 28 ოქტომბერს, ტურინში იუვენტუსს შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები