Thumbnail
  • იბეროსტარ ტენერიფე 98:73 ბაკენ ბეარსი
  • გიორგი შერმადინი: 26 ქულა, 8 მოხსნა, 3 პასი

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში გიორგი შერმადინის ტენერიფემ სან კრისტობალში დანიურ ბაკენ ბეარსს უმასპინძლა და 25 ქულის სხვაობით მოუგო - 98:73. 4 ნოემბერს იბეროსტარი სასარის ესტუმრება. 

შერმადინი, რომელიც სასტარტო ხუთეულში იყო +34 კოეფიციენტით მატჩის MVP გახდა. 21:04 წუთში მან 26 ქულა მოუტანა ესპანურ გუნდს. 13 ორქულიანიდან 10 ჩააგდო, 6-დან 6-ვე საჯარიმო. შერმადინი ამ სეზონში საოცარი სიზუსტით თამაშობს. მის ანგარიშზეა 8 მოხსნა, რაც ასევე ყველაზე მეტია მატჩში. გიორგი გუნდს 3 პასით და 1 დაფარებითაც დაეხმარა. 

კომენტარები

ბოლო ამბები