Thumbnail

'ეს არის ჩემი ფეხბურთი' - პირლომ დინამო კიევთან თამაში შეაფასა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ჩემპიონთა ლიგაზე ანდრეა პირლოს მწვრთნელის რანგში წარმატებული დებიუტი გამოუვიდა. იტალიელი სპეციალისტის იუვენტუსმა კიევში, დინამო ალვარო მორატას დუბლით 2:0 დაამარცხა და მატჩის შემდეგ პირლომ თამაში შეაფასა.

ანდრეა პირლო (იუვენტუსის მწვრთნელი): "პირველ ტაიმში შეგვეძლო საგოლე მომენტები უკეთ გამოგვეყენებინა და თამაში უფრო კარგად წაგვერმართა. მნიშვნელოვანი იყო კროტონესთან შედარებით სოლიდური თამაშის ჩატარება. კიელინის მდგომარეობას უახლოეს დღეებში შევაფასებთ, დიბალა კი ჯერ 100%-ით სათამაშოდ მზად არ არის და სჭირდება სათამაშო წუთები, რომ ნელ-ნელა უკეთეს ფორმაში შევიდეს.

ჩემი საფეხბურთო იდეა არის ის, რომ შეტევის ფაზაში რაც შეიძლება მეტი ფეხბურთელი გვყავდეს. სტრუქტურა ასევე შეიძლება შეიცვალოს, რადგან რონალდო ჯერჯერობით ვერ გვეხმარება, ხოლო დიბალა საუკეთესო კონდიციაში არ იმყოფება. რაც შეეხება კიეზას, მან შაბათს მარჯვნივ ითამაშა, დღეს მარცხნივ, შეუძლია ორივე ფლანგზე კარგად ითამაშოს".

შეგახსენებთ, რომ იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში 28 ოქტომბერს, ტურინში, ბარსელონას უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები