Thumbnail

'მას გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს' - გოგა ბითაძის ახალი მწვრთნელი ცნობილია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ინდიანა პეისერსმა ახალი მწვრთნელი დანიშნა
  • კლუბის პრეზიდენტის პირველი კომენტარი

დღეს ცნობილი გახდა, რომ გოგა ბითაძის ინდიანა პეისერსმა ახალი მთავარი მწვრთნელი დანიშნა - 45 წლის სპეციალისტი ნეიტ ბიორკგრენი. 

ბიორკგრენი ტორონტო რეპტორსში მწვრთნელის ასისტენტი იყო, როცა კანადური კლუბი NBA-ს ჩემპიონი გახდა 2018/19 წლების სეზონში.  

კევინ პრიტჩარდი (ინდიანას პრეზიდენტი):"ძალიან გახარებულები ვართ, რომ ნეიტი გახდა ჩვენი ახალი მწვრთნელი. დიდი ხნის ძებნის შემდეგ დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენ ვიპოვეთ ის მწვრთნელი, რომელიც სჭირდება პეისერსს. მას გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს. ნეიტი ინოვაციური იდეებით დაეხმარება გუნდს და ჩვენ წინ წავალთ".

შეგახსენებთ, რომ ნეიტ ბიორკგრენი გუნდში ნეიტ მაკმილანს შეცვლის, რომელიც ხელმძღვანელობამ მაიამისთან პლეი ოფის პირველივე წრეში მარცხისთვის მოხსნა თანამდებობიდან. ბიორკგრენი 2004 წლიდან მწვრთნელობს, თუმცა NBA-ში აქამდე მხოლოდ ასისტენტის როლში იყო: ფინიქსი (2015-2017) და ტორონტო (2018-20).  

კომენტარები

ბოლო ამბები