Thumbnail
  • დინამო კიევი 0:2 იუვენტუსი | გოლები: 0:1 მორატა (46), 0:2 მორატა (84)
  • ანდრეა პირლოს დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებული გამოდგა
  • იუვემ კიევში ისტორიაში მესამედ გაიმარჯვა

ჩემპიონთა ლიგის 2020/21 წლების სეზონის ჯგუფურ ეტაპი ოფიციალურად გაიხსნა. საწყისი ორი მატჩი კიევსა და სანქტ-პეტერბურგში გაიხსნა, სადაც დინამო იუვენტუსს და ზენიტმა ბრიუგეს უმასპინძლა.

G ჯგუფში ანდრეა პირლოს ჩემპიონთა ლიგაზე სამწვრთნელო დებიუტი ჰქონდა, რომელიც წარმატებული გამოუვიდა. იუვემ კიევის დინამოს მთლიანობაში ადვილად აჯობა, რადგან მთელი თამაშის განმავლობაში მნიშვნელოვან სათამაშო უპირატესობას ფლობდა და მეტოქეს 2 უპასუხო გოლი გაუტანა.

"ბებერმა ქალბატონმა" მეტოქე ორჯერვე მე-2 ტაიმში დაამწუხრა. 46-ე წუთზე ტურინელთა კარგი კონბინაცია, რომელშიც ფედერიკო კიეზა და აარონ რემზი მონაწილეობდნენ, დეიან კულუსევსკის კარში დარტყმით დასრულდა. კიეველთა მეკარე ბუშანმა ბურთი მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ალვარო მორატა იქვე იდგა და ცარიელ კარში ბურთი ზუსტად გადაგზავნა. ესპანელი ფორვარდი მოედანზე საუკეთესო გახლდათ, მან 84-ე წუთზე დუბლიც შეასრულა, როდესაც ხუან კუადრადოს ჩაწოდების შემდეგ თავით სხვაობა ორამდე გაზარდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

იუვენტუსმა კიევში დინამოს წინააღმდეგ მესამედ ითამაშა და მე-3 გამარჯვება მოიპოვა. მორატამ კი ჩემპიონთა ლიგაზე 53-ე შეხვედრა ჩაატარა და დუბლი პირველად შეასრულა. აღსანიშნავია, რომ მას ამ ტურნირზე იუვეს მაისურით 21 თამაშში 8 გოლი აქვს გატანილი. პირლო იუვეს მხოლოდ მესამე მწვრთნელია, ვინც ჩემპიონთა ლიგის პირველივე საგარეო მატჩი მოიგო. აქამდე ეს მხოლოდ მარჩელო ლიპიმ და ფაბიო კაპელომ გააკეთეს.

პარალელურად F ჯგუფში სანკტ პეტერბურგის ზენიტი ბელგიის ჩემპიონ ბრიუგეს დაუპირისპირდა და საკუთარ მოედანზე 1:2 წააგო.

დინამო კიევი 0:2 იუვენტუსი

გოლები: 0:1 მორატა (46’), 0:2 მორატა (84’)

დინამო კიევი (4-3-3): ბუშანი - კედჟიორა, ზაბამი, მიკოლენკო, კარავაევი (71. პოპოვი) - ბუიალსკი (89. ჰარმაში), სიდორჩუკი, შაპარენკო - ციგანკოვი (71. ვერბიჩი), სუპრიაჰა, დე პენა (60. როდრიგესი)

იუვენტუსი (4-4-1-1): შჩესნი - კუადრადო, ბონუჩი, კიელინი (19. დემირალი), დანილო - კულუშევსკი (56. დიბალა), ბენტანკური (79. არტური), რაბიო, კიეზა - რემზი (79. ბერნარდესკი) - მორატა.

ზენიტი 1:2 ბრიუგე

გოლები: 0:1 დენისი (63’), 1:1 ჰორვატი (74’ საკ-კარში), 1:2 დე კეტელარე (90)

კომენტარები

ბოლო ამბები