Thumbnail

'ფეხბურთი საკუთარ თავს გადასანსლავს' - გარი ნევილი ევროპის პრემიერლიგაზე

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ახალი ტურნირის, ევროპის პრემიერლიგის შესაძლო შექმნაზე საკუთარი აზრი გამოთქვა მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა ფეხბურთელმა და საფეხბურთო ექსპერტმა გარი ნევილმა.

გარი ნევილი: "ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ ამ ტურნირის შექმნა ახლა განიხილება, როდესაც პანდემიის გამო, ფეხბურთი მუხლებზე დგას. საშიშია იმაზე ფიქრიც კი, რომ შეჯიბრებას 6 მილიარდი დოლარი უნდა დაახარჯონ, მაშინ, როცა დაბალ დივიზიონებში კლუბები არსებობისთვის იბრძვიან. ეს კიდევ ერთი ჭრილობაა ფეხბურთის, რა დროს ამაზე ლაპარაკია?
ფეხბურთი მალე საკუთარ თავს გადასანსლავს, რადგან ფანები მას ზურგს შეაქცევენ. ის ხალხი, ვინც ახლა ვერ დადის ფეხბურთზე და ძალიან ენატრება ის, შეიძლება, წავიდეს, რადგან არ მოეწონოს ეს უთავბოლო იდეა. არ შეიძლება ამის დაშვება. 

შეგახსენებთ, რომ დღეს ცნობილი გახდა, რომ ინგლისის, გერმანიის, ესპანეთის, იტალიისა და საფრანგეთის ათი გრანდი მოლაპარაკებას მართავს ახალი ტურნირის დაარსებაზე, რომელსაც ევროპის პრემიერლიგა ერქმევა. ტურნირს მხარს ფიფა უჭერს და ის შესაძლოა, 2022 წლიდან დაიწყოს. პრემიერლიგაში 16 ან 18 კლუბი ითამაშებს. ახლა იდეის ავტორები ინვესტორების ძიებაში არიან. ერთ-ერთი მათგანი ბანკი JP Morgan იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები