Thumbnail

ახალი სუპერტურნირი ევროპაში - ფიფას და ტოპკლუბების ჩანაფიქრი

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ახალი ტურნირის - ევროპის პრემიერლიგის დაწყება 2022 წლიდან იგეგმება
  • ლიგაში, სადაც 16-18 გუნდი გამოვა, საპრიზო თანხა რეკორდული იქნება
  • პროცესში აქტიურად ჩართულნი ლივერპული და მანჩესტერ იუნაიტედი არიან

ევროპაში სულ მალე შესაძლოა ახალი მსხვილი საფეხბურთო საკლუბო ტურნირი გაჩნდეს. ამის შესახებ Sky Sports წერს, რომლის ცნობით, ამჟამად ინგლისის, გერმანიის, ესპანეთის, იტალიისა და საფრანგეთის 10-ზე მეტი კლუბი, რომელთა შორის ლივერპული და მანჩესტერ იუნაიტედიც არიან, მოლაპარაკებებს მართავენ ტურნირის შექმნაზე, რომელსაც "ევროპის პრემიერლიგა" ერქმევა.

ორგანიზატორებს ტურნირის შექმნა ფიფას მხარდაჭერით, უკვე 2022 წლისთვის სურთ და  ვარაუდობენ, რომ მასში მონაწილეობას 16-18 გუნდი მიიღებს. მატჩები ევროპული რეგულარული სეზონის მიმდინარეობისას უნდა გაიმართოს. 

ლივერპულისა და მანჩესტერ იუნაიტედის გარდა, რომლებიც სამუშაო პროცესში ყველაზე აქტიურად არიან ჩართულნი, ლიგაში გამოსვლის პრეტენდენტებად არსენალი, ჩელსი, მანესტერ სიტი და ტოტენჰემიც სახელდებიან.

ამჟამად მუშაობა ინვესტორების მოძიებაზე მიმდინარეობს. როგორც ირკვევა, ახალი ლიგის გათამაშების დასაწყებად 6 მილიარდი დოლარია საჭირო, სახსრები კი შესაძლოა ბანკმა JP Morgan-მა გაიღოს. 

 ევროპის პრემიერლიგის თითოეულ პოტენციურ მონაწილეს გარანტირებულად $ 100 მილიონზე მეტის გადახდას ჰპირდებიან. თუკი ორგანიზატორთა იდეა განხორციელდება, ტურნირი მსოფლიოში, საკლუბო დონეზე, ყველაზე მდიდარი იქნება. 

პროექტის პრეზენტაცია შესაძლოა უკვე ამ თვის ბოლოს გაიმართოს. 

კომენტარები

ბოლო ამბები