Thumbnail

ოთხშაბათს ცარიელი "იოჰან კრუიფ არენა" D ჯგუფის საინტერესო მატჩს უმასპინძლებს ამსტერდამის აიაქსი ლივერპულს შეხვდება. ამავე ჯგუფში არიან დებიუტანტი მიდტიულანდი და ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის მთავარი სენსაცია - ბერგამოს ატალანტა...

ამ გუნდების პირველი ევროპული დაპირისპირება 1966/67 წლების სეზონში შედგა ევროპის თასის მეორე ეტაპზე მაშინ იოჰან კრუიფმა სამი გოლი გაუტანა ორ მატჩში ინგლისურ კლუბს, ხოლო ამსტერდამელებმა იოლად მოიგეს - 5:1 შინ და 2:2 სტუმრად. 

ამის შემდეგ 54 წელიწადი გავიდა და, როგორც იქნა, ეს გუნდები კვლავ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, იმ ფეხბურთელის სახელობის სტადიონზე, რომელმაც ნახევარი საუკუნის წინათ სამი გოლი გაუტანა მერსისაიდულ კლუბს. 

ლივერპულმა ამსტერდამში ივარჯიშა

სტუმართა გუნდში საკადრო პრობლემები მერსისაიდულმა დერბიმ შექმნა, როცა მძიმედ დაშავდნენ ვირჯილ ვან დეიკი და ტიაგო ალკანტარა. ნიდერლანდელი სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს, ესპანელის ტრავმა კი თავიდან უფრო მძიმე ეგონათ, თუმცა ამსტერდამში მისი თამაში მაინც გამორიცხულია. ტრავმირებულია ალექს ოქსლეიდ ჩემბერლენიც. საეჭვოა მატიპის, ნაბი კეიტასა და ალისონის თამაში. ალისონის დაბრუნება მოსალოდნელია, მატიპის დაზიანება სკანირებაზე მსუბუქი აღმოჩნდა, ხოლო კეიტამ ახლახან მოიხადა კორონავირუსი. 

აიაქსის მთავარი იარაღი 20 წლის მოჰამედ კუდუსია - მას ერედივიზიეს 3 მატჩში გოლი და სამი საგოლე პასი აქვს. ქვინსი პრომესი ბოლო დროს უფრო სიღრმიდან თამაშობს, თუმცა ეს შესაძლოა, შეიცვალოს ამ მატჩში. აიაქსს სერიოზული საკადრო პრობლემა არა აქვს. 

საინტერესო ფაქტები

⚽ ლივერპულის ბოლო 4 მატჩში (ჩემპიონთა ლიგაზე) 2.5 გოლზე ნაკლები გავიდა.

⚽ ჩემპიონთა ლიგაზე ლივერპულის ბოლო 6 საგარეო მატჩიდან 5-ში ერთ-ერთ გუნდს გოლი ვერ გაჰქონდა.

⚽ აიაქსმა ჩემპიონთა ლიგის ბოლო 10 მატჩიდან მხოლოდ 2 დათმო (5 გამარჯვება).

⚽ ლიგის პირველ ტაიმებში ლივერპული სტუმრად იშვიათად ყოჩაღობს - ბოლო 12 შემთხვევიდან 9-ში პირველი ტაიმი ვერ მოიგო.

⚽ ჩემპიონთა ლიგაზე საშუალოდ 4 გოლზე ნაკლები გადიოდა აიაქსის ბოლო 8 საშინაო თამაშიდან 6-ში და ლივერპულის ბოლო 6 საგარეო თამაშინდა 5-ში. 

⚽ ჩემპიონთა ლიგის ბოლო 7 საშინაო მატჩში აიაქსმა 3 კუთხურზე მეტი მოაწოდა.

⚽ აიაქსმა (ჩემპიონთა ლიგაზე შინ) ბოლო 7 მატჩიდან 6-ში ერთ ყვითელ ბარათზე მეტი მიიღო. 

⚽ მოჰამედ სალაჰმა ლივერპულის ბოლო 7 საგარეო ევროპული მატჩიდან 4-ში გაიტანა. 

სავარაუდო შემადგენლობები

აიაქსი (4-3-3): ონანა - მაზრაუი, შურსი, ბლინდი, ტალიაფიკო - კლაასენი, კუდუსი, პრომესი - ნერეში, ტადიჩი, ანტონი

ლივერპული (4-3-3): ადრიანი - ალეკსანდერ-არნოლდი, ფაბინიო, გომესი, რობერტსონი - ვეინალდუმი, ჰენდერსონი, მილნერი - მანე, სალაჰი, ჟოტა

კომენტარები

ბოლო ამბები