Thumbnail
  • გონსალომ იუვენტუსი პირლოს მისვლის შემდეგ დატოვა
  • არგენტინელი ახლა ინტერ მაიამის ფეხბურთელია

გონსალო იგუაინმა ტურინის იუვენტუსი ანდრეა პირლოს მისვლის შემდეგ დატოვა. არგენტინელ ფეხბურთელს "ბებერ ქალბატონთან" კონტრაქტი კიდევ ერთი წელი აკავშირებდა, თუმცა პირლომ უთხრა, რომ მის გეგმებში არ შედიოდა.

32 წლის ფეხბურთელს რამდენიმე ევროპული კლუბისგან ჰქონდა შემოთავაზება, თუმცა ყველა მათგანზე უარი თქვა და სათამაშოდ MLS-ში წავიდა, სადაც დევიდ ბექემის ინტერ მაიამის შეუერთდა.

გონსალო ნელ-ნელა ერგება ახალ ჩემპიონატს და თავს კარგადაც გრძნობს. საწყის 6 მატჩში მან ინტერ მაიამის რიგებში ერთი გოლის გატანა და საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. რატომ წავიდა ევროპიდან და თავს როგორ გრძნობს, ამის შესახებ მან თავად ისაუბრა.

"ეს ლიგა ყოველთვის მაინტერესებდა. ჩემი ძმისა და სხვა დიდი ფეხბურთელების გამო მას ყურადღებით ვადევნებდი თვალს. აქ ჩამოსვლა იმ მიზნით მინდოდა, რომ ფეხბურთის თამაშისგან სიამოვნება მიმეღო და ვფიქრობ, ინტერ მაიამიმ მომცა ყველაფერი, რაც მჭირდებოდა. აქ ჩამოსვლის შემდეგ ისევ ის განცდა მაქვს, რომელიც ბავშვობაში ფებურთის სიამოვნებით თამაშის დროს მქონდა. ვფიქრობ, სხვადასხვა მიზეზის გამო ეს განცდა ევროპაში დაკარგული მქონდა. ვფიქრობ მედიის თვალსაზრისით ევროპა მეტისმეტად მკაცრია იყო. ისინი დროს არ მოგცემენ, რომ ნამდვილად დატკბე თამაშით," - განაცხადა არგენტინელმა.

კომენტარები

ბოლო ამბები