Thumbnail
  • სარაგბო ვებგვერდმა ქომაგებთან ერთად სიმბოლური ნაკრები შეადგინა
  • სიმბოლურ გუნდში სამი ქართველი მორაგბე მოხვდა 

რუსულ სარაგბო ვებგვერდ Rugger.info-ზე ქომაგებს რეგულარული სეზონის სიმბოლური გუნდის შედგენა შეეძლოთ. გამოკითხვა ერთი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. ოცნების გუნდში სამი ქართველი მორაგბე მოხვდა.

პირველ ნომერზე მეტალურგის მიხეილ რატიაშვილია. ქომაგების 363 ხმიდან იგი პირველ ადგილზე 161 ხმით გავიდა. 6 ნომრის პოზიციაზე მიხეილ გაჩეჩილაძე (ენისეი) აირჩიეს - მან 156 ხმა მოაგროვა, ხოლო ნიკოლოზ სუხაშვილი (მეტალური) 8 ნომრის პოზიციაზე 151-კაცმა აირჩია.

რუსეთის პრემიერლიგაში პლეი ოფები უკვე დაიწყო. პენზის ლოკომოტივი და კრასნი იარი ნახევარფინალში არიან, ხოლო 4 გუნდი მეოთხედფინალურ ეტაპზე თამაშობს.

კომენტარები

ბოლო ამბები