Thumbnail

კლოპი: ვან დაიკს ისე დაველოდებით, როგორც ცოლი ციხიდან ქმარს ელოდება

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ვირჯილ ვან დაიკზე ისაუბრა, რომელმაც მერსისაიდულ დერბიში ევერტონის წინააღმდეგ უმძიმესი ტრავმა მიიღო. გერმანელის განცხადებით, ვან დეიკს ისე დაელოდებიან, როგორც ციხეში მყოფ ქმარს ცოლი ელოდება.

იურგენ კლოპი: "ფეხბურთელებს ასეთ მომენტში მარტო ყოფნა უყვართ. დიდი ხანია, ფეხბურთში ვარ და ეს ვიცი. მეც ვყოფილვარ ტრავმირებული და ვიცი, რომ ტრავმის შემდეგ მსოფლიოში ყველაზე მოსაუბრე ადამიანი არ ხარ.
ვუკავშირდებით ვირჯილს, თანავუგრძობთ მას და სრულად მხარს ვუჭერთ. მან ეს იცის. ისე დაველოდებით, როგორც კარგი ცოლი ელოდება ქმარს ციხიდან და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს პერიოდი მისთვის რაც შეიძლება მარტივი იყოს".

შეგახსენებთ, რომ ვირჯილ ვან დაიკმა ევერტონის მეკარე ჯორდან პიკფორდის უხეშობის შედეგად წინა ჯვერიდინი მყესი გაიწყვიტა და ოპერაცია სჭირდება. სავარაუდოა, რომ 29 წლის ნიდერლანდელი 7-8 თვის განმავლობაში ვერ ითამაშებს.

კომენტარები

ბოლო ამბები