Thumbnail

შოთას რეაქცია უზბეკეთში ქართული ბანკის ფილიალის დანახვაზე შეუფასებელია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • შოთა არველაძე ტაშკენტში ქართული ბანკის ფილიალის დანახვამ გაახარა 
  • ფახთაქორის თავკაცი 'ჯარისკაცის მამის' მთავარ გმირს საინტერესოდ ბაძავს

საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა შოთა არველაძემ, რომელიც ამჟამად ტაშკენტის ფახთაქორის მთავარი მწვრთნელია, ფეისბუქზე ძალიან სახალისო ვიდეო განათავსა. 47 წლის სპეციალისტმა უზბეკეთის დედაქალაქში ქართული ბანკის - "თიბისი ბანკის" ფილიალს მიაგნო და აღტაცება გამოხატა. 

შოთა არველაძე ცნობილი ქართული ფილმის "ჯარისკაცის მამის" მთავარ გმირს, გიორგი მახარაშვილს ბაძავს, რომელსაც სერგო ზაქარიაძე ასახიერებს. ამის ამსახველი ვიდეო შოთამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

შოთა არველაძეს ფეხბურთელის კარიერის განმავლობაში თბილისის მართვესა და დინამოში, ასევე ტრაბზონსფორში, აიაქსში, აზ ალკმაარში, გლაზგო რეინჯერსსა და ლევანტეში უთამაშია. ფორვარდი საქართველოს ეროვნულ გუნდში 1992-2007 წლებში გამოდიოდა და მისი მაისურით ჩატარებულ 61 მატჩში 26 გოლი აქვს გატანილი, რითაც ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.

ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ, შოთა ჯერ კაისერისფორს, კასიმფაშას,  ტრაბზონსპორსა და თელ ავივის მაკაბის წვრთნიდა, 2017 წლის ზაფხულში კი ტაშკენტის ფახთაქორი ჩაიბარა და მასთან ერთად კლუბში არჩილ არველაძე და გოჩა ტყებუჩავაც დასაქმდნენ. შარშან ქართველმა სპეციალისტმა უზბეკურ გუნდს ჩემიონობასთან ერთად, ქვეყნის თასი და ლიგის თასი მოაგებინა.

კომენტარები

ბოლო ამბები