Thumbnail
  • ევერტონის მეკარე, რომელმაც ვან დაიკი მძიმე ტრავმისთვის გაიმეტა, არ დაისჯება
  • ლივერპულის ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი გრემ სუნესი აღშფოთებულია 

ევერტონის მეკარე ჯორდან პიკფორდი, ლივერპულის მცველის ვირჯი ვან დაიკისთვის მძიმე ტრავმის მიყენების გამო არ დაისჯება.

ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია (FA) სასჯელს მხოლოდ იმ შემთხვევაში აწესებს, როდესაც დარღვევა წითელი ბარათით ისჯება, მერსისაიდულ დერბიში კი არბიტრმა და VAR-მა მომენტი უყურადღებოდ იმის გამო დატოვეს, რომ ვან დაიკი თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ინგლისის პრემიერლიგის მე-5 ტურის შემხვედრაში, რომელიც ფრედ 2:2 დასრულდა, ლივერპულის ნიდერლანდელმა მცველმა, პიკფორდის სახიფათო ვარდნის შემდეგ, ჯვარედინი მყესი გაიწყვიტა და ოპერაცია ელის, რაც იმას ნიშნავს, რომ მისთვის სეზონი პრაქტიკულად დასრულებულია.

ლივერპულს მცველს მუხლზე ოპერაცია სჭირდება

 არადა, უხეშობის გამო ჯორდან პიკფორდი ბევრმა გააკრიტიკა, მათ შორის, ლივერპულის ყოფილმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა გრემ სუნესმა, რომლის თქმით, VAR  

"ეს აღმაშფოთებელია. ადამიანები, რომლებიც ლონდონში გადაწყვეტილებებს VAR-ით იღებენ, ამ მომენტს უყურებენ და ოფსაიდზე ფიქრობენ. უბრალოდ, არ მესმის. ის, რაც პიკფორდმა გააკეთა, ვარდნა კი არა, ადამიანზე თავდასხმაა!", - აცხადებს სუნესი. 

📺 ევერტონი V ლივერპული

ინგლისის პრემიერლიგაში ჩატარებული 5 მატჩის შემდეგ, ევერტონს 13 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს ლიდერობს, ლივერპული კი 10 ქულით მესამე პოზიცია უკავია. 29 წლის ვირჯილ ვან დაიკმა ჩემპიონატის ხუთივე შეხვედრაში ითამაშა და 1 გოლით გამოირჩა. 

კომენტარები

ბოლო ამბები