Thumbnail

UFC-ის მებრძოლი ტერორისტს გმირად აცხადებს - ის ალბათ ვეღარ იბრძოლებს

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • UFC-ის მებრძოლი ზელიმ იმადაევი ტერორისტს გმირს უწოდებს
  • ტერორისტულ აქტს წინა კვირაში ფრანგი მასწავლებელი ემსხვერპლა
  • იმადაევის კარიერა UFC-ში ვეღარ გაგრძელდება

საფრანგეთში გასულ კვირაში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას მხარდამჭერები სპორტულ სამყაროში გამოუჩნდნენ. ფრანგი მასწავლებელი სამუელ პატი ერთ-ერთ გარეუბანში, სკოლაში მუშაობდა და ტერორისტული თავდასხმის მსხვერპლი მხოლოდ იმიტომ გახდა, რომ გაკვეთილზე სიტყვის თავისუფლებაზე საუბრის დროს, მოსწავლეებს მუჰამედის კარიკატურები უჩვენა.

თავდამსხმელი, რომელმაც პატი ჯერ მოკლა, შემდეგ კი თავი მოკვეთა, 18 წლის რუსეთიდან დევნილი ეთნიკური ჩეჩენი აბდულახომ ანზოროვი აღმოჩნდა. ანზოროვი პოლიციასთან შეტაკების დროს იმავე დღეს მოკლეს. მოულოდნელად, მას მხარდამჭერები სპორტის სამყაროში გამოუჩნდნენ.

UFC-ის მებრძოლმა ზელიმ იმადაევმა ტერორისტს გმირი უწოდა. იმადაევი ასევე ეთნიკური ჩეჩენია. მას დაეთანხმა კიდევ ერთი მებრძოლი ალბერტ დურაევი, რომელმაც სოციალურ ქსელში აღნიშნა, რომ "საფრანგეთში სიტყვის თავისუფლებამ თავისი მნიშვნელობა დაკარგა."

უცნობია დურაევის შემთხვევაში რა მოხდება, თუმცა რთული წარმოსადგენია, რომ ამ კომენტარის შემდეგ იმადაევის კარიერა UFC-ში გაგრძელდეს. მით უმეტეს, რომ მან პირველი სამი ბრძოლა მარცხით დაასრულა და ზოგადად, UFC თავის იმიჯს ძალიან უფრთხილდება.

კომენტარები

ბოლო ამბები