Thumbnail
  • გურამ ქუთათელაძემ UFC-ში სადებიუტო ბრძოლა გამართა
  • ქართველი მებრძოლის მეტოქე დაუმარცხებელი მატეუშ გამროტი იყო

28 წლის ქართველი მებრძოლმა გურამ ქუთათელაძემ UFC-ში პირველი შეხვედრა გამართა. მისი მეტოქე პოლონელი მატეუშ გამროტი იყო, რომელსაც ამ ბრძოლამდე 17 შეხვედრიდან 17 ბრძოლა ჰქონდა მოგებული. ქუთათელაძეს კი ბოლო 5 წლის განმავლობაში ბრძოლა წაგებული არ ჰქონდა და ზედიზედ 8 გამარჯვება იყო მის აქტივში.

სამივე რაუნდში ბრძოლა მეტნაკლებად დაძაბული იყო. მსაჯების გადაწყვეტილებით, გამარჯვება გურამ ქუთათელაძეს დარჩა. მან მეორე რაუნდში მეტოქე ნოკდაუნში გაუშვა. მესამე რაუნდში კი გამროტი ძალიან აქტიური იყო, თუმცა მსაჯებმა მოგება გურამ ქუთათელაძეს დაუტოვეს. ქართველმა მებრძოლმა მეტოქის 17-შეხვედრიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა.

''ეს ჩემი ბრძოლა არ იყო. მე არ მომიგია. ბედნიერი არ ვარ. ეს ის არ არის, რასაც ნამდვილად ველოდი. მატეუშ, შენ ნამდვილი მებრძოლი ხარ. ეს შენი ბრძოლა იყო'', - განაცხადა ბრძოლის შემდეგ გურამ ქუთათელაძემ.

გურამ ქუთათელაძე 29:28, 28:29, 29:28 მატეუშ გამროტი

კომენტარები

ბოლო ამბები