Thumbnail
  • სელტა 0:2 ატლეტიკო | 0:1 ლ. სუარესი 6', 0:2 კარასკო 90+5'
  • რეალი 0:1 კადისი | 0:1 ლოსანო 16'
  • ხეტაფე 1:0 ბარსელონა | მატა 56' (პენალტი)
  • ზინედინ ზიდანისა და რონალდ კუმანის კომენტარები

ესპანეთში ლა ლიგის მე-6 ტურის თამაშები გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ევროპული ფეხბურთის ორივე გრანდი დამარცხდა, რეალიც და ბარსელონაც მადრიდში თამაშობდნენ. 

სამაგიეროდ, გაიმარჯვა ატლეტიკომ, რომელმაც ლუის სუარესისა და იანიკ კარასკოს გოლებით ვიგოში სელტა 2:0 დაამარცხა. ურუგვაელ დებიუტანტ ლუკას ტორეირას, რომელიც დამაჯერებლად ანაწილებდა პასებს შუახაზში. დიეგო სიმეონემ ატლეტიკოს თავკაცის რანგში ლა ლიგაში მე-200 მატჩი მოიგო. ის ჩემპიონატის ისტორიაში მეორე მენეჯერია, ვინც ეს მოახერხა მიგელ მუნიოსისის (რეალი, 257) შემდეგ.

ზინედინ ზიდანის რეალი შინ კადისთან დამარცხდა მოულოდნელად - 0:1. მართალია, გუნდი პირველ ადგილს ინარჩუნებს 10 ქულით, მაგრამ უკვე ამდენივე აქვს ხეტაფეს, კადისსა და გრანადას. ატლეტიკოს 8 ქულა აქვს, მაგრამ თამაშით ნაკლების გამო, პოტენციური ლიდერია. 

კადისმა ისტორიაში მეოთხედ მოუგო რეალს, პირველად 1991 წლის შემდეგ, გასვლაზე კი სულაც პირველად მოხდა ასეთი სენსაცია. 

ზინედინ ზიდანი (რეალის მწვრთნელი): "ცუდად ვითამაშეთ და უნდა მივულოცოთ კადისს ეს გამარჯვება. ვერაფერი გვამართლებს. ოთხი ცვლილება შესვენებაზე? არავისზე ვიტყვი, რომ უფრო ცუდად ითამაშა, ყველამ ერთნაირად ითამაშა. ჩვენ მხოლოდ სამი ქულა დავკარგეთ. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი ქულებია, მაგრამ მეტი არაფერი. ცუდად ვიწყებთ თამაშებს და ეს ძალიან მაწუხებს".

ხაიმე მატამ პენალტით ლა ლიგაში თავისი მერვე გოლი გაიტანა, ამ გოლმა კი მისს ხეტაფეს სენსაციური გამარჯვება მოუპოვა ბარსელონასთან. ბოლოს 2003 წელს მოხდა, როცა რეალმაც და ბარსელონამაც "კლასიკოს" წინ თამაში წააგო. შეგახსენებთ, რომ 24 ოქტომბერს ეს გუნდები ერთმანეთს "კამპ ნოუზე" დაუპირისპირდებიან. 

რონალდ კუმანი (ბარსელონას მწვრთნელი): "არ მიყვარს მსაჯობაზე ლაპარაკი, ყველას თავისი აზრი აქვს. არ ვიცი, იყო საერთოდ VAR ამ თამაშზე? კოუტინიოს ცოტა დასვენება სჭირდებოდა, ვფიქრობ, პედრიმ ის კარგად შეცვალა. მათმა 12-მა ნომერმა შეურაცხყოფა მომაყენა, მე ეს ვუთხარი თამაშის შემდეგ ბორდელასს. 

გრანადა 1:0 სევილია

გოლი: ი. ერერა 82'

სევილია (4-3-3): ბონო - ხესუს ნავასი, ს. გომესი (85. ფ. ვასკესი), დიეგო კარლოსი, ესკუდერო (18. აკუნია) - ჟორდანი, ფერნანდო, რაკიტიჩი - სუსო (46. ოკამპოსი), კ. ფერნანდესი (46. ლ. დე იონგი), ელ ჰადადი (70. ენ-ნესირი)

გაძევება: ჟორდანი (45+4. სევილია) 

სელტა 0:2 ატლეტიკო 

გოლები: 0:1 ლ. სუარესი 6', 0:2 კარასკო 90+5'

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ტრიპიერი, სავიჩი, ერმოსო, მ. სანჩესი (50. ფელიპე) - ა. კორეა (77. ერერა), ტორეირა, კოკე, ლემარი (65. მ. ლორენტე) - დიეგო კოშტა (50. ჟოაო ფელიქსი), ლუის სუარესი (65. კარასკო)

რეალი 0:1 კადისი

გოლი: 0:1 ლოსანო 16'

რეალი (4-3-3): კურტუა - ნაჩო, ვარანი, სერხიო რამოსი (46. მილიტაო), მარსელო - მოდრიჩი (46. კაზემირო), კროოსი (78. იოვიჩი), ისკო (46. ვალვერდე) - ლუკას ვასკესი (46. ასენსიო), ბენზემა, ვინისიუსი

ხეტაფე 1:0 ბარსელონა

გოლი: მატა 56' (პენალტი)

ბარსელონა (4-2-3-1): ნეტო - სერხი რობერტო (87. პუჩი), პიკე, ლონგლე, დესტი - ბუსკეტსი, ფ. დე იონგი (80. ბრაიტვაიტი) - პედრი (62. კოუტინიო), გრიზმანი (80. ტრინკაო), დემბელე (62. ფატი) - მესი

კომენტარები

ბოლო ამბები