Thumbnail

მერსისაიდული დერბის შემდეგ, რომელიც 2:2 დასრულდა, ლივერპულის თავკაცი იურგენ კლოპი განრისხებული იყო. ის განსაკუთრებით ვირჯილ ვან დეიკის ტრავმისა და VAR-ის მიერ გამარჯვების გოლის გაუქმების გამო იყო აღშფოთებული.

იურგენ კლოპი (ლივერპულის მწვრთნელი): "ვირჯილმა, თვლაც კი ამერია, იმდენი მატჩი ითამაშა მტკივანი ფეხით. მაგრამ ახლა თამაშის გაგრძელება შეუძლებელი იყო. ეს არ არის კარგი. იმ ეპიზოდში აშკარა პენალტი იყო, დავინახე თანამსაჯის აწუელი ალამი, მაგრამ ვფიქრობდი, რომ ეპიზოდს მაინც გადაამოწმებდნენ, ასე არ მოხდა. არ ვამბობ, რომ ჯორდან პიკფორდს ვირჯილის დამტვრევა სურდა, მაგრამ ეს ის ქმედება არ არის, რასაც მეკარე უნდა აკეთებდეს თუნდაც მის მოედანზე"

შეგახსენებთ, რომ მატჩში ევერტონის ფეხბურთელების, ჯორდან პიკფორდისა და რიშარლისონის უხეშობის გამო, ორმა ფეხბურთელმა დაიშავა მუხლი ვირჯილ ვან დეიკმა და ტიაგო ალკანტარამ. განსაკუთრებით მძიმე ნიდერლანდელი მცველის მდგომარეობა ჩანს, შესაძლოა, მან 7-8 თვე გამოტოვოს. 92-ე წუთზე კი მსაჯმა, ვიდეორეფერის მითითებით ჯორდან ჰენდერსონის გოლი გააუქმა, რომლის წყალობითაც ლივერპული სამ ქულას მოიპოვებდა. 

📺 ევერტონი v ლივერპული [მიმოხილვა]

კომენტარები

ბოლო ამბები