Thumbnail
  • ევერტონი 2:2 ლივერპული | 0:1 მანე 3', 1:1 კინი 19', 1:2 სალაჰი 72', 2:2 კალვეტრ-ლევინი 81'
  • ევერტონი 10 წელია ვერ იგებს დერბის, თუმცა მან ლიდერობა შეინარჩუნა

მერსისაიდული დერბი, რომელიც ფანების გარეშე ჩატარადა, გიჟური გამოდგა, ორი საშინელი ორთაბრძოლა, ერთი გაძევება, ოთხი გოლი - ეს ყველაფერი იყო თამაშში, რომლის ბედის გადაწყვეტაც ჯორდან ჰენდერსონის გოლს შეეძლო 92-ე წუთზე, მაგრამ VAR-მა ის თამაშგარე მდგომარეობის გამო გააუქმა. 

უკვე 10 წელია, რაც მერსისაიდულ დერბის ევერტონი ვერ იგებს, თუმცა კარლო ანჩელოტის გუნდმა ამ ქულით ლიდერობა შეინარჩუნა - 5 თამაშიდან 13 ქულა აქვს და ლივერპულს ისევ სამი ქულით უსწრებს. 

ლივერპული ევერტონთან ზედიზედ 23 თამაშია, რაც არ მარცხდება, ეს ლივერპულისთვის ყველაზე ხანგრძლივი სერიაა. მოჰამედ სალაჰის გოლი მისთვის მეასე იყო ლივერპულის შემადგენლობაში. 

📺 ევერტონი v ლივერპული [მიმოხილვა]

ევერტონი 2:2 ლივერპული

გოლები: 0:1 მანე 3', 1:1 კინი 19', 1:2 სალაჰი 72', 2:2 კალვეტრ-ლევინი 81'

ლივერპული (4-3-3): ადრიანი - ალეკსანდერ-არნოლდი, მატიპი, ვან დეიკი (11. გომესი), რობერტსონი - ჰენდერსონი, ფაბინიო (90+1. ვეინალდუმი), ტიაგო ალკანტარა - სალაჰი, ფირმინო (78. ჟოტა), მანე

კომენტარები

ბოლო ამბები