Thumbnail
  • ბრისტოლი 32:19 ტულონი
  • ბრისტოლი ჩელენჯ ქაფის ტიტულს პირველად დაეუფლა

ბექა გიგაშვილის ტულონი ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირის ფინალში ბრისტოლთან 19:32 დამარცხდა. ქართველი მორაგბე ტულონის სასტარტო შემადგენლობაში იყო და მატჩის 58-ე წუთზე შეცვალეს, თუმცა მას მინდორზე დაბრუნება ბოლო 3 წუთში მოუწია, რადგანაც მისმა შემცვლელმა ტრავმა მიიღო.

ბრისტოლი ჩელენჯ ქაფის გამარჯვებული პირველად გახდა. აღსანიშნავია, რომ ინგლისურმა კლუბმა პირველი ლელო მე-15 წამზე დადო. ლელო ჰარი რენდლის ანგარიშზეა. მიუხედავად ცუდი სტარტისა, ტულონმა ტაიმი მაინც მოიგო - 16:10, მაგრამ ბრისტოლმა მეორე ტაიმში მეტოქეს 22 ქულა გაუტანა და მატჩიც გამარჯვებამდე მიიყვანა. აღსანიშნავია, რომ ინგლისურმა კლუბმა ჩელენჯ ქაფი 4-წლიანი პაუზის შემდეგ მოიგო. 2015 წლის ფინალში გლოსტერმა შოტლანდიურ ედინბურგს 19:13 სძლია.

კომენტარები

ბოლო ამბები