Thumbnail
  • ენისეი 19:11 კრასნი იარი
  • დავით მესხმა და მიხეილ გაჩეჩილაძემ რუსეთის თასი მოიგეს

დავით მესხისა და მიხეილ გაჩეჩილაძის ენისეიმ ნიკო აფციაურის, გიორგი ფრუიძისა და რობერტ სუთიძის კრასნი იარს რუსეთის თასის ფინალი მოუგო. ენისეიმ მეტოქეს 19:11 სძლია და 2017 წლის შემდეგ პირველად შეძლო რუსეთის თასის აღმართვა.

სამწუხაროდ, დავით მესხი ფინალში ტრავმის გამო არ იყო. მიხეილ გაჩეჩილაძემ კი ფინალი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მატჩი შეუცვლელად ჩაატარა. მატჩის მთავარი მექულე რამილ გაისინი გახდა, რომელმაც 4 ჯარიმის გატანა მოახერხა. მატჩის 72-ე წუთზე იური კუშნარიოვმა ჯარიმა გაიტანა და სხვაობა 5 ქულამდე შეამცირა, თუმცა ენისეიმ გაისინის ჯარიმით 5 წუთით ადრე მოგება გაინაღდა და რუსეთის თასს მეშვიდედ დაეუფლა.

ენისეი: ლელო - გერასიმოვი (35), გაისინის 4 ჯარიმა და გარდასახვა.

კრასნი იარი: ლელო - კრივონოსოვი (19), კუშნარიოვის 2 ჯარიმა.

კომენტარები

ბოლო ამბები