Thumbnail

თემურ ქეცბაიამ გამოძიების შეკითხვებს უპასუხა და დასკვნას ელოდებიან

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

თემურ ქეცბაიამ კვიპროსის ჩემპიონატის მე-4 ტურში ანორთოსისი-აპოლონის მატჩში განვითარებული მოვლენების გამო ჩვენება მისცა, რითაც ეთიკისა და სპორტის დაცვის კომიტეტის გამოძიების ერთი ეტაპი დაიხურა.

Goal.com.cy-ს ცნობით, პარასკევ დილით ქართველმა მწვრთნელმა ჩვენება კომისიის გამომძიებელ ოფიცერს, ჰარი სავიდსს მისცა. 52 წლის მწვრთნელმა დასმულ ყველა შეკითხვას უპასუხა და შეხვედრა ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

აღსანიშნავია, რომ მანამდე ჩვენებები ანორთოსისის პრეზიდენტმა ევგენიოს ჰამბულასმა და აპოლონის მწვრთნელმა სოფრონის ავგუსტისმა მისცეს. ახლა კომისიის დასკვნას ელოდებიან, რომელიც თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, გენერალურ პროკურორს გადაეგზავნება.

ანორთოსისი-აპოლონის მატჩი სტუმრებმა 3:1 მოიგეს. მატჩის შემდეგ ქეცბაიამ პრესკონფერენციაზე უარი განაცხადა, მხოლოდ ეს თქვა - "კომენტარის გარეშე" და საპრესკონფერენციო ოთახი დატოვა, რის გამოც ის ფინანსურადაც დააჯარიმეს. ხსენებულ შეხვედრაში სკანდალში გიორგი ლორიაც იყო გახვეული, რომელიც მეტოქისთვის პენალტის დარტყმის დროს მეტოქისთვის მინიშნებაში ეთიკის კომიტეტის თავმჯდომარე ანდრეა პაპახარალამბუსმა დაადანაშაულა. სწორედ ამის გამო ანორთოსისმა და აპოლონმა პაპახარალამბუსი თავიანთი ისტორიისა და რეპუტაციის შელახვაში დაადანაშაულეს და მისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდა მოითხოვეს.

მიმდინარე სეზონში ანორთოსისს 5 ტურში 10 ქულა აქვს და მე-4 ადგილზეა, თუმცა, პირველ პოზიციაზე მყოფ აპოლონს 3 ქულით ჩამორჩება. ფამაგუსტელები მომდევნო მატჩს 17 ოქტომბერს, სტუმრად, ნეა სალამინასთან ჩაატარებენ.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ლოკომოტივი
  • ფრე
  • დინამო თბილისი

 

კომენტარები

ბოლო ამბები