Thumbnail

ცსკა-ს სენსაციური მარცხი - შენგელიამ გერმანიის ჩემპიონს 9 ქულა ჩაუგდო

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ცსკა 88:93 ალბა ბერლინი
  • თორნიკე შენგელიამ 28 წუთი ითამაშა

გერმანიის ჩემპიონმა კალათბურთში, ალბა ბერლინმა ევროლიგაში დიდი სენსაცია მოახდინა!

გამოცდილი ესპანელი მწვრთნელის, აიტო გარსია რენესესის გუნდმა მოსკოვის ცსკა მისსავე დარბაზში 93:88 დაამარცხა. გერმანული კლუბისთვის ეს მეოთხე თამაშში პირველი გამარჯვებაა, რუსული გრანდისთვის კი - მეორე მარცხი.

ბერლინელთაგან საუკეთესო იტალიელი სიმონე ფონტეკიო გახლდათ 20 ქულით. მოსკოველთა ქართველმა კალათბურთელმა თორნიკე შენგელიამ 28 წუთში 9 ქულა, 7 მოხსნა (3 შეტევაში, 4 დაცვაში) და 2 პასი დააგროვა. მან ოთხიდან ორი ორქულიანი ჩააგდო, ორიდან ერთი სამქულიანი და ორივე საჯარიმო ზუსტად ესროლა. შენგელიას 1 ჩაჭრა, 1 დაფარება და 3 დაკარგვა ჰქონდა. მატჩის ტოპსქორერი კი ამერიკელი მაიკ ჯეიმსი გახდა - მან 27 ქულის დაგროვება მოახერხა. 25 ქულა ჰქონდა მეორე ამერიკელ უილ კლაიბერნს.

კომენტარები

ბოლო ამბები