Thumbnail
  • არმაზი 19:17 ლელო - მარნეულის კლუბმა სეზონი გამარჯვებით დაამარცხა.
  • არმია 17:78 ლოკომოტივი - სეზონის ყველაზე უხვქულიანი შეხვედრა.
  • ხარები 24:33 აია - ქუთაისელებმა რეგულარული მეორე ადგილზე დაასრულეს.
  • ჯიქი 12:15 ბათუმი - ჩემპიონისა და ვიცეჩემპიონის მარცხი.
  • ბაგრატი 7:40 აკადემია - ბაგრატი ბოლო შეხვედრაშიც განადგურდა.

დიდი 10-ის მე-18 ტურში ყველა მატჩი ერთდროულად დაიწყო. რეგულარული სეზონის ბოლო ტური საინტერესო აღმოჩნდა. პლეი ოფებში მძიმე და დაძაბული ბრძოლები გველის.

მერაბ კვირიკაშვილი არმაზის წინააღმდეგ.

მარნეულის არმაზმა ბოლო ტურში ლელოს მოუგო. მასპინძლები ნიკა წიკლაურისა და გოჩა ჩანადირის ლელოებით დაწინაურდნენ. ლელომ პირველივე ტაიმში მოახერხა წინ გასვლა. მერაბ კვირკაშვილისა და სანდრო თოდუას ლელოები ირაკლი ყიასაშვილმა გარდასახა, რასაც ტაიმის მიწურულს ჯარიმაც მიუმატა და ლელოს პირველი ნახევარი 17:14 მოაგებინა.

ბორჯღალოსან გიორგი კვესელაძეს ორი მოთამაშე აჩერებს.

მეორე ნახევარში არმაზმა საბა ბერაძის ლელოთი მოახერხა წინ გასვლა და მატჩიც მოიგო - 19:17. მარნეულის კლუბმა სეზონი მე-8 ადგილზე დაასრულა, კლუბმა 32 ქულა დააგროვა. ლელომ რეგულარული 47 ქულით მე-5 ადგილზე დაამთავრა.

არმაზი ლელოსთან გამარჯვების შემდეგ.

არმია ლოკომოტივთან განადგურა. თემურ ბენდიაშვილის შეგირდებმა მეტოქეს 12 ლელო დაუდეს. 12-დან 6 ლელო გიორგი შკინინის ანგარიშზეა. დანარჩენი 6 ლელო გაგოშვილის, ბეგაძის, გოგოლაშვილის, ქვათაძის, გასვიანისა და ხიდეშელის ანგარიშზეა. არმიას მხრიდან თავი ბუტიაშვილმა, მესხმა და ცირეკიძემ გამოიჩინეს. არმია მე-9 ადგილზე გავიდა. იმედია, ამ კლუბს დამფინანსებელი გამოუჩნდება და მომდევნო სეზონშიც ვიხილავთ დიდ 10-ში. ლოკომოტივმა პრემიალური ქულა ჩაიწერა აქტივში და რეგულარული სეზონის გამარჯვებული გახდა.

გიორგი შკინინს 22 ლელო დაუგროვდა და საუკეთესო მელელოვეთა სიაში ზურაბ ძნელაძეს ხუთი ლელოთი გაუსწრო.

ქუთაისური აია მთელი სეზონის განმავლობაში ლიდერობდა რეგულარულ სეზონს, მაგრამ ბოლო ტურში ლიდერობა დათმო და სეზონი მეორე ადგილზე დაასრულა. აიამ ხარებს სტუმრად 33:24 მოუგო, 70 ქულა დააგროვა - დამატებითი მაჩვენებლების უპირატესობით პირველ ადგილზე ლოკომოტივი გავიდა.

ბოლო რამდენიმე ტურში გათამაშების ლიდერი, ქუთაისის აია ხარებს რუსთავში ეწვია და 33-24 გაიმარჯვა, თუმცა ეს მათთვის...

Posted by ლიდერბეთი დიდი 10 • Leaderbet Didi 10 on შაბათი, 14 აპრილი, 2018

ტურის ცენტრალური მატჩი გორში გაიმართა. ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი ვიცეჩემპიონს დაუპირისპირდა და 15:12 დამარცხდა. ბათუმმა მეტოქე ერთი ჯარიმის უპირატესობით დაამარცხა. ბახვა კობახიძემ 78-ე წუთზე ჯარიმა ზუსტად შეასრულა და ბათუმს მოაგებინა. მიუხედავად იმისა, რომ ბათუმმა იმარჯვა და კლუბებმა თანაბრი ქულები დააგროვეს. მესამე ადგილზე გორის ჯიქი გავიდა, ბათუმი მეოთხე პოზიციას დასჯერდა.

რეგულარული სეზონის დასკვნით ტურში მე-3 ადგილისთვის ბათუმი სტუმრად ჯიქს ეთამაშა. სტუმრებმა მატჩი 15-12 მოიგეს, მაგრამ ეს...

Posted by ლიდერბეთი დიდი 10 • Leaderbet Didi 10 on შაბათი, 14 აპრილი, 2018

ბაგრატი მარცხით დაემშვიდობა დიდ ათს. ქუთაისური კლუბი აკადემიასთან 40:7 განადგურდა. აკადემიამ მეტოქეს 6 ლელო დაუდო, თვითონ კი ერთი გაუშვა. ბაგრატი მომავალ სეზონში დიდ 10-ში დაბრუნებას ეცდება. აკადემია სეზონი მე-7 ადგილზე დაასრულა.

პლეი ოფში გავიდნენ: ლოკომოტივი (70 ქულა), აია (70 ქულა), ჯიქი (58 ქულა), ბათუმი (58 ქულა), ლელო (47 ქულა), ხარები (44 ქულა).

პლეი ოფის პირველ ეტაპზე, 21 და 22 აპრილს, ჯიქი გორში ხარებს უმასპინძლებს, ხოლო  ბათუმს ლელო ესტუმრება.

კომენტარები

ბოლო ამბები