Thumbnail

ერთა ლიგის 2020/21 წლების სეზონში 6-დან 4 ტური მიილია. C დივიზიონის მე-2 ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები თამაშობს, whoscored.com-ის შეფასებით, ოთხი ტურის შემდეგ საუკეთესო 19 წლის ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელმაც ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთან თავისი პირველი გოლი გაიტანა ეროვნული ნაკრების მაისურით (მე-5 თამაშში). 

ხვიჩას 4 ტურის შემდეგ ყველაზე მაღალი საშუალო შეფასება აქვს - 7.89. მან ერთა ლიგაზე 3 მატჩში ითამაშა (ორჯერ სასტარტოში), მოედანზე კი 200 წუთი გაატარა. ხვიჩამ გოლი და საგოლე პასი მიითვალა. მას საშუალოდ თამაშში 5.3 დრიბლინგი აქვს და 1.3 მნიშვნელოვანი პასი. 

მაკედონიასთან ხვიჩამ კარიერაში პირველი სანაკრებო გოლი გაიტანა
📷 | სფფ

მეორე ადგილზეც ქართველი ფეხბურთელია - ვაკო ყაზაიშვილი 7.50 ქულით. ვაკომ სულ 2 მატჩი ითამაშა და 1 საგოლე პასი მიითვალა. მესამე ქართველს, თორნიკე ოქრიაშვილს სულ ცოტა დააკლდა ხუთეულამდე - ის 7.20 ქულით მე-6 პოზიციაზეა. ათეულს კიდევ ერთი ქართველი ასრულებს - გიორგი ჩაკვეტაძე - 7.10.

ერთა ლიგა.  C დივიზიონი. მე-2 ჯგუფი. TOP 10

1. 7.89 - ხვიჩა კვარაცხელია (საქართველო)

2. 7.50 - ვაკო ყაზაიშვილი (საქართველო)

3. 7.41 - ტიგრან ბარსეგიანი (სომხეთი)

4. 7.35 - გიოკო ზაიკოვი (ჩრდ. მაკედონია)

5. 7.25 - სტეფან რისტოვსკი (ჩრდ. მაკედონია)

6. 7.20 - თორნიკე ოქრიაშვილი (საქართველო)

7. 7.16 - ეზგიან ალიოსკი (ჩრდ. მაკედონია)

8. 7.15 - ჰენრიხ მხითარიანი (სომხეთი) 

9. 7.14 - ალექსანდრე კარაპეტიანი (სომხეთი)

10. 7.10 - გიორგი ჩაკვეტაძე (საქართველო)

📺  ხვიჩა კვარაცხელიას გოლი მაკედონიის კარში

როგორც ხედავთ, ათეულში 4 ქართველია, 3-3 მაკედონიელი და სომეხი. მეორე ათეულში კიდევ სამი ქართველი ფეხბურთელია: 13. ნიკა კაჭარავა - 6.94; 14. ჯაბა კანკავა - 6.92; 18. ჯაბა ჯიღაური - 6.85; 19. ოთარ კაკაბაძე - 6.84. აღსანიშნავია, რომ მაკედონიელთა ლეგენდა გორან პანდევი მხოლოდ მე-20 პოზიციაზეა - 6.84. 

ბომბარდირები: კარგი შანსი აქვთ ნიკა კაჭარავასა და თორნიკე ოქრიაშვილს 2-2 გოლით, მათ მხოლოდ ესტონელი რაუნო საპინენი უსწრებთ 3 გოლით. ორი გოლი აქვს გატანილი მაკედონიელ ალიოსკისაც. გოლი+პასი სისტემით ესტონელს უთანაბრდება ბარსეგიანი (1 გოლი, 2 საგოლე პასი). 

ქართველები ლიდერებში: 

2.5 დარტყმით კარისკენ ყაზაიშვილი მე-3 ადგილზეა

2.5 მნიშვნელოვანი პასით ლევან შენგელია - მე-2

5.3 დრიბლინგით - კვარაცხელია პირველი

3.5 დრიბლინგით - ჩაკვეტაძე - მე-3

3.3 არღვევენ ოქრიაშვილის წინააღმდეგ წესებს - მეორე შედეგი

66.5 პასით ოთარ კაკაბაძე მეორე ადგილზეა

91.1% პასის სიზუსტით გიორგი ნავალოვსკი - მე-3

7.3 გრძელი პასებით ნიკა კვეკვესკირი - მე-3

ჯგუფში საუკეთესოდ საქართველოს ნაკრები თამაშობს - 6.71 საშუალოდ, მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ მაკედონია ლიდერია (6.60). 

კვარაცხელია არა მარტო ჯგუფშია საუკეთესო, არამედ, მთელ C დივიზიონში მას მხოლოდ სანდი ლოვრიჩი (სლოვენია) უსწრებს საშუალო შეფასებით - 8.36. მთლიანად ერთა ლიგაზე კი ხვიჩა ათეულშია. 

ერთა ლიგა. TOP 10

1. სანდი ლოვრიჩი (სლოვენია) - 8.36 C ლიგა

2. ერლინგ ჰაალანდი (ნორვეგია) - 8.26 B 

3. დრის მერტენსი (ბელგია) - 8.16 A

4. ტიჯეი დე ბარი (გიბრალტარი) - 8.16 D

5. მარტინ ედეგორი (ნორვეგია) - 8.07 B

6. ოდმარ ფაერო (ფარერები) - 8.03 D

7. ალეკსანდერ სორლოტი (ნორვეგია) - 7.95 B

8. გრემ ტორილა (გიბრალტარი) - 7.92 D

9. კაილ გოდვინი (გიბრალტარი) - 7.92 D

10. ხვიჩა კვარაცხელია (საქართველო) - 7.89 C

კომენტარები

ბოლო ამბები