Thumbnail

ერთა ლიგის მე-4 ტურის მატჩს ჩრდილოეთ მაკედონიისა და საქართველოს ნაკრებებს შორის მაკედონიური მედია გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ ვლადიმირ ვაისის გუნდმა გალიდერების შესანიშნავი შანსი გაუშვა ხელიდან, როცა 10-კაციან მაკედონიასთან კომპენსირებულ დროში გაუშვა გოლი - 1:1. 

ამ ორ გუნდს მთავარი დაპირისპირება 12 ნოემბერს ელოდება

gol.mk

"საქართველომ ორჯერ ვერ მოგვიგო, როცა 10 კაცით დავრჩით. მოდი, დავსაჯოთ ის ნოემბერში"!

"მაკედონია ლიდერია, მაგრამ ყოველ გოლს ოქროს ფასი აქვს. კალკულატორები დაგვჭირდება".

"ალიოსკიმ მაკედონია იხსნა"

"ბოლო ორ ტურში ოთხმა ფრემ სიტუაცია არ შეცვალა. მაკედონიას რჩება მცირე უპირატესობა, რადგან 7 გოლი გაიტანა, საქართველომ კი - 5, თუმცა ჩვენი კალენდარი უფრო რთულია, ვიდრე მათი".

მეტი ამ თემაზე:

 

sportski.mk

"ფრე ბოლო წუთის პენალტით. ნოემბერში იოლი არ იქნება. საქართველომ აჩვენა, რომ მაქსიმალურად მომზადება გვმართებს, თუკი ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა გვსურს".

slobodenpecat.mk

"ამ ფრით მაკედონიამ ჯოჯოხეთური კვირა ლიდერის როლში დაასრულა, გუნდმა 7 დღეში სამი მატჩი ითამაშა".

sportmedia.mk

"პანდევმა შეუცვლელად ითამაშა და ბრწყინვალედაც".

"ხასიათი კვლავ გამოვავლინეთ, მაგრამ მხოლოდ ფრეს მივაღწიეთ".

topsport.mk

"ქართველებთან დრამატული ფრეების შემოქმედები ვართ".

"საქართველოს ნაკრები ის გუნდი არაა, რომელიც არ უნდა დავაფასოთ, თბილისში გაცილებით უკეთ უნდა ვითამაშოთ, თუკი ისტორიაში შესვლა გვსურს".

ekipa.mk

"ბოლოს მაინც სიხარული იყო".

📺 მაკედონია v საქართველო [მიმოხილვა]

კომენტარები

ბოლო ამბები