Thumbnail

ერთა ლიგის C დივიზიონის მე-4 ტურში საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას სკოპიეში 1:1 დაუზავდა. ამ მატჩის შემდეგ მე-2 ჯგუფში ორივე გუნდს 6-6 ქულა აქვს, მაგრამ B დივიზიონის საგზურისთვის ბრძოლაში უპირატესობა ბალკანელებს აქვთ, რადგან მათ მეტი გოლი გაიტანეს. 

მასპინძლებმა კვარაცხელიას გოლს ბოლოს პენალტით უპასუხეს

whoscored.com-მა მატჩის მონაწილე ფეხბურთელები 10-ბალიანი სისტემით შეაფასა. საშუალო შეფასება საქართველოს ნაკრებს უკეთესი აქვს - 6.63 v 6.55, თუმცა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ჩრდილომაკედონიელია - ეზგიან ალიოსკი, სწორედ მარცხენაფლანგელის პენალტმა შეუნარჩუნა მეტოქეს ქულა და პირველობა - 7.7.

7.3-7.3 შეფასება აქვს ერთბაშად სამ ფეხბურთელს და სამივე საქართველოს ნაკრების წევრია: ლაშა დვალს, ვაკო ყაზაიშვილსა და ნიკა კვეკვესკირს. საუკეთესო კვეკვესკირია, რადგან მას 7.33 ქულა ჰქონდა.

საქართველოს ნაკრების შეფასებები. whoscored.com

გიორგი ლორია - 6.4

ჯაბა ჯიღაური - 7.2

საბა კვერკველია - 6.3

ჯიმი ტაბიძე - 6.6

ლაშა დვალი - 7.3

ბუბა დაუშვილი - 6.6

ნიკა კვეკვესკირი - 7.3

საბა ლობჟანიძე - 6.3

ვაკო გვილია - 6.3

ვაკო ყაზაიშვილი - 7.3

გიორგი ქვილითაია - 6.3

ხვიჩა კვარაცხელია - 7.2

ნიკა კაჭარავა - 6.7

📺 მაკედონია v საქართველო [მიმოხილვა]

საინტერესო ფაქტები

📌 კარისკენ 3-3-ჯერ დაარტყეს ნიკოლოვმა და პანდევმა, ხოლო 2-2-ჯერ დაუშვილმა და კაჭარავამ.

📌 საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა კარში ზუსტად 4-ჯერ დაარტყეს, თითოჯერ: დაუშვილმა, კაჭარავამ, ყაზაიშვილმა და კვარაცხელიამ.

📌 2-2 მნიშვნელოვანი პასი გააკეთეს კვარაცხელიამ, დვალმა და კვეკვესკირმა.

📌 მათგან, ვინც სასტარტოში იყო, ყველაზე ზუსტად პასები ჯიღაურს გამოსდიოდა - 90.3. ხვიჩა კვარაცხელიას ყველა პასი ზუსტი იყო.

📌 ქვილითაიამ 7 საჰაერო დუელი მოიგო, კაჭარავამ - 4, ტაბიძემ - 3.

📌 ყველაზე მეტჯერ ბურთს კვეკვესკირი შეეხო - 82.

📌 ჯიღაურისა და დაუშვილის წინააღმდეგ 3-3-ჯერ დაჯარიმდნენ. 

📌 ბურთის კონტროლისას ყველაზე მეტი წუნი ქვილითაიას, ყაზაიშვილსა და ლობჟანიძეს ჰქონდათ. 

კომენტარები

ბოლო ამბები