Thumbnail

იტალიის სერია A-ს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ნაპოლის იუვენტუსთან არგამოცხადებისთვის 0:3 მარცხი ჩაეთვალა. შეგახსენებთ, რომ კლუბში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების შემდეგ, ნაპოლი 4 ოქტომბერს ტურინში იუვენტუსთან მატჩზე არ გამოცხადდა. გარდა ამისა, ნეაპოლელებს ცხრილიდან ქულა ჩამოაკლეს - COVID-19-ის პროტოკოლის უგულველყოფისთვის. 

4 ოქტომბერს ტურინში სტუმართა გუნდს ამაოდ ელოდნენ

ნეაპოლელები თავს იმით იმართლებენ, რომ ჯანდაცვის რეგიონულმა ორგანიზაციამ (ASL) კლუბს გამგზავრების უფლება არ მისცა, მას მერე, რაც ორ ფეხბურთელს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. სერია A-მ ნაპოლის მოთხოვნის მიუხედავად, თამაში არ გადადო. 4 ოქტომბერს იუვენტუსის ფეხბურთელები არენაზე სიმბოლურად გავიდნენ და უკან დაბრუნდნენ. 

ნაპოლის ხელმძღვანელობა, დიდი ალბათობით, ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. ნეაპოლელებმა სეზონის პირველი ორი მატჩი მოიგეს, თუმცა ახლა 6 ქულის ნაცვლად, 5 აქვთ.  

კომენტარები

ბოლო ამბები