Thumbnail

მესის წინააღმდეგ თამაში ძალიან უნდა! ინფიცირებული რონალდო ტურინში მიდის

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • კრიშტიანო რონალდო ყველაფერს აკეთებს, რომ ბარსელონასთან ითამაშოს
  • პორტუგალიელმა კარანტინის იტალიაში გატარება გადაწყვიტა

კორონავირუსით ინფიცირებულ კრიშტიანო რონალდოს შეუძლია, იტალიაში დაბრუნდეს და ასეც მოიქცევა!

ცნობილი ჟურნალისტის, ტანკერდი პალმერის ინფორმაციით, 35 წლის სუპერვარსკვლავმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ტურინში ჩავიდეს და კარანტინი იქ გაატაროს. ცნობილია, რომ იტალიური საკარანტინო წესები პორტუგალიურისგან განსხვავდება. პორტუგალიაში 14-დღიანი კარანტინია დაკანონებული, იტალიაში კი - 10-დღიანი.

შესაბამისად, იტალიაში ყოფნით გაიზრდება შანსი, რომ რონალდომ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში ითამაშოს, რომელშიც იუვენტუსი 28 ოქტომბერს ბარსელონას უნდა შეხვდეს. საფეხბურთო სამყარო რონალდოს და ლიონელ მესის დაპირისპირება მოუთმენლად ელის.

კრიშტიანო რონალდოს კოვიდ-19 სამშაბათს, 13 ოქტომბერს დაუდასტურდა. აღსანიშნავია, რომ პორტუგალიის ნაკრების სხვა მოთამაშეებს კორონავირუსი არ აქვთ.

 

კომენტარები

ბოლო ამბები