Thumbnail
  • კრიშტიანო რონალდოს კოვიდ-19 უსიმპტომოდ აქვს
  • პორტუგალია დღეს შვედეთს ეთამაშება

გუშინ ცნობილი გახდა, რომ პორტუგალიის ნაკრებისა და იუვენტუსის თავდამსხმელ კრიშტიანო რონალდოს კორონავირუსი აქვს. 35 წლის ფეხბურთელი ნაკრებთან ერთად აღარ ვარჯიშობს. რონალდოს კოვიდ-19 უსიმპტომოდ გამოუვლინდა.

კრიშტიანო ნაკრებს დღეს შვედეთის წინააღმდეგ უეფას ერთა ლიგის ეგიდით გასამართ მატჩში ვერ დაეხმარება. იგი გუნდის ვარჯიშს აივნიდან აკვირდებოდა.

პორტუგალიის ნაკრების ყველა წევრს კორონავირუსის ტესტები ჩაუტარდა და ყველას უარყოფითი პასუხი აქვს. შესაბამისად, გუნდმა შვედეთან მატჩიშთვის მზადება გააგრძელა. კრიშტიანოს იზოლაციაში ყოფნა იქამდე მოუწევს, სანამ მისი კორონავირუსის ტესტის პასუხი უარყოფითი არ იქნება. გარდა ამისა, იგი ვერც იუვენტუსს დაეხმარება უახლოეს ორ შეხედრაში კროტონესთან და ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში, კიევის დინამოსთან. უფრო მეტიც: დიდი შანსია, რომ რონალდო-მესის დაპირისპირება არ შედგეს, რომელიც 28 ოქტომბერსაა ჩანიშნული.

პორტუგალიის ნაკრებს A ლიგის მე-3 ჯგუფში გამართული 3 ტურის შემდეგ 7 ქულა აქვს და ჯგუფს საფრანგეთის ნაკრებთან ერთად ლიდერობს. შვედებმა 3 გამართული მატჩიდან სამივე დათმეს და ნული ქულით ბოლო მე-4 ადგილზე არიან.

 

კომენტარები

ბოლო ამბები