Thumbnail

კრიშტიანოს კორონავირუსი აქვს და კარანტინშია! რონალდო V მესი არ შედგება?

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • კრიშტიანო რონალდოს კოვიდ-19 აქვს
  • მან პორტუგალიის ნაკრების შეკრება დატოვა

პორტუგალიის ნაკრებისა და იუვენტუსის თავდამსხმელ კრიშტიანო რონალდოს კორონავირუსი დაუდასტურდა. 35 წლის სუპერვარსკვლავმა ეროვნული ნაკრების შეკრება დატოვა და იზოლირებულია. მას კოვიდ-19 უსიმპტომოდ გამოუვლინდა.

ამგვარად, რონალდო 14 ოქტომბერს, პორტუგალიისა და შვედეთის ნაკრებთა მატჩში ვერ ითამაშებს. გარდა ამისა, ვერც იუვენტუსს დაეხმარება უახლოეს ორ შეხედრაში კროტონესთან და ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში, კიევის დინამოსთან. უფრო მეტიც, დიდი შანსია, რომ რონალდო-მესის დაპირისპირება არ შედგეს.

ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში იუვენტუსი ბარსელონას 28 ოქტომბერს შეხვდება და ამ თამაშამდე მხოლოდ 15 დღეა დარჩენილი, რაც კრიშტიანოს მოედანზე ყოფნის შანსს ძალიან ამცირებს.

კრიშტიანო რონალდომდე პორტუგალიის ნაკრებში კორონავირუსი მეკარე ანტონი ლოპეშს აღმოაჩნდა, ხოლო მანამდე, სანამ სანაკრებო პაუზა დაიწყებოდა, იუვენტუსის პერსონალის ორი წევრი დაინფიცირდა.

კომენტარები

ბოლო ამბები