Thumbnail
  • დავიდ ალაბა უფრო დიდი ანაზღაურებას ითხოვს
  • ავსტრიელ მცველს სამი გუნდი აკვირდება
  • ტურინის იუვენტუსთან მოლაპარაკებები დაწყებულია 

დავიდ ალაბას მიუნხენის ბაიერნთან ერთად 2019/20 წლების სეზონი ძალიან კარგი გამოუვიდა. ავსტრიელმა ბუნდესლიგა, ჩემპიონთა ლიგა და გერმანიის თასი მოიგო. ასევე, 28 წლის ფეხბურთელმა გერმანიისა და ევროპის სუპერთასები მოიგო და გერმანულ კლუბს ალაბასთან ერთად ბარსელონას 2009 წლის რეკორდის გასამეორებლად (6 ტიტულის მოგება) მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მოგება სჭირდება.

ალაბას მიუნხენურ კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. კლუბი და ფეხბურთელი ახალ ხელშეკრულებაზე დიდი ხანია მუშაობენ და ვერ თანხმდებიან. ავსტრიელს მაღალი ხელფასი სურს. ბაიერნმა მას წელიწადში 11 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო.

თუ ალაბა ბაიერნთან კონტრაქტს არ გააგრძლეებს, მას გუნდის დატოვება მომავალ წელს სრულიად უფასოდ, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეეძლება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მცველის მიმართ ინტერესი რამდენიმე გუნდს აქვს. მათ შორის არიან მადრიდის რეალი, ბარსელონა და ტურინის იუვენტუსი.

"სამეფო კლუბში" მარსელოს შემცვლელს ეძებენ. ბრაზილიელი ნელ-ნელა კარიერის იმ ფაზაში შედის, როდესაც შესაძლოა კლუბმა მის შემცვლელზე იფიქროს. მარცხენა განაპირა მცველად თამაში ალაბას ძალიან კარგად შეუძლია. გარდა ამისა, დავიდი დაცვის ცენრტშიც კარგად თამაშობს და მისი მრავალფეროვნება რეალისთვის მიმზიდველია.

ბარსელონაში უკმაყოფილოები არიან ფირპოთი და ალბაში. ალბა ბოლო სეზონებში ისეთ თამაშს ვეღარ აჩვენებს, როგორსაც მისგან კატალონიაში ელიან, სწორედ ამიტომ, ბარსაში დავიდ ალაბაზე დაფიქრდნენ.

გერმანული და იტალიური მედია კი იტყობინება, რომ ყველაზე ახლოს ავსტრიელის ყიდვასთან იუვენტუსია. იტალიელებმა დაცვის გაახალგაზრდავება შარშან დაიწყეს, როდესაც გუნდში მატეის დე ლიხტი მიიყვანეს. როგორც ირკვევა, ავსტრიელის და ტურინული გრანდის მოლაპარაკებები დაწყებულია და მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან. იუვენტუსი მას სასურველ ანაზღაურებას სთავაზობს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები