Thumbnail

გორეტცკამ და კიმიხმა სატელევიზიო შოუში 64 000 ევრო მოიგეს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • მიუნხენის ბაიერნის ფეხბურთელებს მილიონამდე 3 კითხვა დააკლდათ
  • გამარჯვებულებმა თანხა საქველმოქმედო ორგანიზაციებს გადაურიცხეს

მიუნხენის ბაიერნის ფეხბურთელებმა ლეონ გორეტცკამ და იოზუა კიმიხმა RTL-ის სატელევიზიო შოუში, "ვის უნდა მილიონი" - მიიღეს მონაწილეობა. გერმანელმა ნახევარმცველებმა შესანიშნავად ითამაშეს და 64 000 ევრო მოიგეს.

მოგებული თანხა კიმიხმა და გორეტცკამ მთლიანად საქველმოქმედო ორგანიზაციებს შესწირეს. მათთან ერთად გადაცემაში ლუკას კლოსტერმანი და ნიკლას ზულეც მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კიმიხი და გორეტცკა საქველმოქმედო მიზნებისთვის გაერთიანდნენ. მათ მარტში დააფუძნეს WeKickCorona, რომლის მეშვეობითაც 5 მილიონი ევრო შეაგროვეს და ეს თანხა კორონავირუსთან ბრძოლისთვის საავადმყოფოებს შესწირეს.

კომენტარები

ბოლო ამბები