Thumbnail

საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში ჩაფრინდა, სადაც ადგილობრივი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის მე-4 ტურის აღნიშნული მატჩი 14 ოქტომბერსაა დაგეგმილი.

მაკედონიასთან საქართველოს ნაკრებს კაპიტანი ჯაბა კანკავა ვერ დაეხმარება, რომელიც გუნდთან ერთადაა, მაგრამ სომხეთთან ყვითელი ბარათი მიიღო და დისკვალიფიცირებულია. გარდა ამისა, ეროვნულ ნაკრებს გიორგი აბურჯანიაც გამოაკლდა, რომელიც სომხეთთან ერთ-ერთი საუკეთესო იყო. გიორგი ესპანურ ოვიედოში დაბრუნდა, რადგან მხარეებს შორის წინასწარ იყო ასეთი შეთანხმება - საწყის ორ მატჩში ნაკრების განკარგულებაში იქნებოდა და შემდეგ კლუბს დაუბრუნდებოდა, სადაც ცოტა ხნის წინ გადავიდა.

თუ საქართველოს ნაკრებს ორი საყრდენი ნახევარმცველი გამოაკლდა, ჩვენთან დაპირისპირებას ასევე პრობლემებით ხვდება ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები, რომელსაც რამდენიმე ტრავმირებული და დისკვალიფიცირებული მოთამაშე ჰყავს.

ერთა ლიგის C დივიზიონის მე-2 ჯგუფს 5-5 ქულით ჩრდ. მაკედონია და საქართველო ლიდერობენ, სომხეთს 4, ესტონეთს კი 1 ქულ აქვს. უახლოესი დაპირისპირება გენერალური რეპეტიცია იქნება ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალის, რომელიც 12 ნოემბერს თბილისში გაიმართება და საქართველო სწორედ მაკედონიას უმასპინძლებს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები