Thumbnail

საქართველოს ნაკრები ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს დაუპირისპირდება, რომელმაც ნახევარფინალში კოსოვოს 2:1 მოუგო. ამ წარმატების შემდეგ ჩრდილოეთ მაკედონიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მუამედ სეიდინიმ ისაუბრა და განაცხადა, რომ ოცნებები შეიძლება რეალობად იქცეს.

მუამედ სეიდინი (ჩრდ. მაკედონიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდნეტი): "მინდა გულწრფელად მივულოცო ყველას, მოთამაშეებს, პერსონალს და ყველას, ვინც წვლილი შეიტანა მაკედონიის ეროვნული ნაკრების ბრწყინვალე შედეგებსა და შესაძლებლობაში, რომ ეთამაშა ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ფინალში. ჩვენმა საუკეთესი გუნდმა შესანიშნავი თამაში აჩვენა და ფინალში მოხვედრა ამ გუნდის კარგი შრომისა და ნიჭის მტკიცებულებაა.

თქვენი ძალისხმევითა და თავგანწირვით, ერთიანობითა და საკუთარი თავის რწმენით, უდიდესი საქმე გააკეთეთ მთელი ქვეყნისთვის - ჩვენს ოჯახებში დააბრუნეთ იმედი და სიხარული. თქვენ ხართ ყველაზე წარმატებული თაობა და ფეხბურთის პოპულარიზაციის გამო ჩვენი ქვეყანა თქვენით ამაყობს. ტრიუმფი და ფინალში გასვლა იმის დასტურია, რომ მაკედონიის მსგავსი პატარა ქვეყანაც კი შეიძლება ერთი ნაბიჯით მიუახლოვდეს ისტორიულ შედეგს და ამიტომ, ყველამ უნდა გავაგრძელოთ მიზნისკენ სვლა, ვაჩვენოთ, რომ ბევრი შრომით და თავდადებით ოცნებები შეიძლება რეალობად იქცეს".

შეგახსენებთ, რომ ევრო 2020-ის პლეი ოფში საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩი 12 ნოემბერს, თბილისში გაიმართება და გამარჯვებული ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე გავა, სადაც B ჯგუფში მოხვდება (ნიდერლანდები, უკრაინა, ავსტრია).

მანამდე, 14 ოქტომბერს, ეს გუნდები ერთა ლიგის C დივიზიონშიც შეხვდებიან ერთმანეთს. შეგახსენებთ, რომ საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის პირველი დაპირისპირება 8 სექტემბერს თბილისში გაიმართა და მეტოქეებმა ქულები გაიყვეს (1:1).

კომენტარები

ბოლო ამბები