Thumbnail
  • სარი ტურინიდან ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებლობის გამო გაუშვეს
  • ფიორენტინაში ცუდი შედეგების გამო ახალ მწვრთნელზე ფიქრობენ        

მიუხედავად იმისა, რომ მაურიციო სარიმ გასულ სეზონში იუვენტუსს ლაციოსა და ინტერთან დაძაბულ ბრძოლაში სერია A-ს ტიტული მოაგებინა. სპეციალისტი მთავარი მწვრთნელის პოზიციიდან მაინც გაათავისუფლეს.

ამის მიზეზი ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებელი გამოსვლა გახდა. ტურინულმა გუნდმა ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი მერვედფინალში ლიონთან წაგებული ორმატჩიანი დუელის შემდეგ დატოვა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მაურიციოს მთავარ მწვრთნელად დანიშვნა ფიორენტინას სურს. ფლორენციის კლუბმა ახალი სეზონი ცუდად დაიწყო - საწყისი სამი ტურის შემდეგ მის ანგარიშზე 1 მოგება და 2 მარცხია.

ცუდი სტარტის შემდეგ, ზეწოლა იზრდება გუნდის ამჟამინდელ თავკაცზე ჯუზეპე იაკინიზე. მიუხედავად იმისა, რომ წელიწადიც არ არის, რაც ის ფიორენტინას წვრთნის, გუნდის ქომაგები მისი მუშაობით უკმაყოფილოები არიან.

ფიორენტინას ხელმძღვანელებს მიაჩნიათ, რომ სარის დიდი გამოცდილება აქვს და გუნდს კარგ შედეგებს მოუტანს. ფლორენციელთა აზრით, ნაპოლიში, ჩელსისა და იუვენტუსში ნამუშევარ მაურიციოს წარმატებებიც ჰქონდა და გამოცდილებაც დიდი აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები