Thumbnail

'ტყვიები საფოსტო მისამართზე' - სამპდორიას პრეზიდენტს მოკვლით ემუქრებიან

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • მასიმო ფერერომ მუქარის შემცველი გზავნილები მიიღო
  • მას ამერიკულ კომპანიასთან ჩაშლილი გარიგების გამო აკრიტიკებენ

გენუის სამპდორიას პრეზიდენტმა მასიმო ფერერომ მუქარის შემცველი გზავნილები მიიღო. მის საფოსტო მისამართზე ტყვიები იქნა გაგზავნილი, ასევე წერილები, სადაც იტალიური კლუბის ხელმძღვანელს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. ფერერომ უკვე მიმართა იტალიიის პოლიციას და შესაბამისი გამოძიებაც დაიწყო.

სამპდორიას გულშემატკივრებმა გუნდის პრეზიდენტი მას შემდეგ აითვალწუნეს, რაც ბოლომდე ვერ მივიდა გარიგება ერთ-ერთ ამერიკულ კონსორციუმთან, რომელსაც გენუელთა ყოფილი ვარსკვლავი ჯანლუკა ვიალი ხელმძღვანელობს. სამპდორიას ქომაგებს იმედი ჰქონდათ, რომ შეთანხმების შემთხვევაში, კლუბი დიდ ფინანსურ სარგებელს ნახავდა, ახლა კი, კვლავაც ლიგაში დარჩენისთვის ბრძოლისთვისაა განწირული.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს გასულ სეზონში გენუელებმა მე-15 ადგილი დაიკავეს და გასავარდნ ზონას მხოლოდ 7 ქულით გაასწრეს. მიმდინარე სეზონში სამპდორიას 1 გამარჯვება აქვს და მე-14 პოზიციაზეა. მომდევნო ტურში, 17 ოქტომბერს ფერეროს კლუბი რომის ლაციოს უმასპინძლებს.  

კომენტარები

ბოლო ამბები