Thumbnail
  • ქართველ კალათბურთელს ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა
  • მოსკოვის ცსკა-მ ევროლიგაში პირველი გამარჯვება იზეიმა

თორნიკე შენგელიას ცსკა-მ ევროლიგის მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა. რუსულმა გრანდმა მოსკოვში თელ ავივის მაკაბის უმასპინძლა და 76:72 იმარჯვა, ქართველ კალათბურთელს კი ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა.

შენგელია სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და ცსკა-ს მხრიდან მოედანზე ყველაზე მეტი დრო – 31:04 წუთი გაატარა. მისი მონაგარი 8 ქულა, 12 მოხსნა (3 შეტევაში) და 3 პასი იყო. ქართველმა ლეგიონერმა 8-დან 3 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 7-ჯერ დაჯარიმდნენ.

მასპინძელთა რიგებში საუკეთესონი ამერიკელები მაიკ ჯეიმსი და უილ კლაიბერნი იყვნენ, შესაბამისად, 25 და 19 ქულით, მაკაბის მხრიდან კი ასევე ამერიკელი ლეგიონერი სკოტი ვილბეკინი გამოირჩა. მან თამაში 20 ქულით დაასრულა.

ცსკა თითო მოგება-წაგებით მე-10 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 14 ოქტომბერს, სტამბოლში ფენერბაჰჩესთან ჩაატარებს. მანამდე, 10 ოქტომბერს, შენგელიას გუნდი VTB-ლიგაში სარატოვის ავტოდორს უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები