Thumbnail

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მცველმა გურამ კაშიამ ბელარუსთან მოგებული თამაში შეაფასა. შეგახსენებთ, რომ ქართველმა ფეხბურთელებმა ევრო 2020-ის ნახევარფინალური მატჩი 1:0 მოიგეს, ამერიკული სან ხოსეს უკანახაზელმა კი მინდორზე 90 წუთი გაატარა.

“დიდებული გრძნობაა, თუმცა, ევრო 2020-ის ფინალურ ეტაპამდე კიდევ ერთი ნაბიჯი გვრჩება. ამ თამაშმა ბევრი ენერგია წაგვართვა. ძალიან ბედნიერები ვართ, უკვე ხვალიდან კი უეფას ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას დავიწყებთ. ჩვენ იმ ჯგუფის მოგებაც გვინდა”.

შეგახსენებთ, რომ ამ წარმატების წყალობით, საქართველოს ნაკრები ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალში გავიდა და გადამწყვეტ მატჩში, 12 ნოემბერს, ისევ თბილისში, ჩრდილოეთ მაკედონიასა და კოსოვოს შორის უმჯობესს ეთამაშება. ეს შეხვედრა დღეს გაიმართება.

📺 საქართველო 1:0 ბელარუსი [მიმოხილვა]

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 11 ოქტომბერს, სომხეთთან გამართავს. თამაში კვირას 20:00 საათზე დაიწყება და პოლონეთის ქალაქ ტიხში გაიმართება. უეფას ამ გადაწყვეტილების მიზეზი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე საომარი მოქმედებებია. ერთა ლიგის C დივიზიონის მე-2 ჯგუფს საქართველო - ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთად 4 ქულით ლიდერობს, ხოლო სომხეთის ნაკრებს 3 ქულა აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები