Thumbnail

ქართული ფეხბურთის ისტორიაში დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა. ბელარუსთან მატჩს მთელი საქართველო მოუთმენლად ელოდა და ეს დღეც დადგა. ორი თამაშის მოგება თბილისში და საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს! მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. ახლახან გუნდების ძირითადი შემადგენლობები ცნობილი გახდა.

თამაშის წინ გაირკვა, რომ გიორგი ჩაკვეტაძე ტრავმის გამო ვერ ითამაშებდა - ამის შესახებ ვაისმა მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ვაისმა გადაწყვიტა, რომ ბელარუსთან თამაში კლასიკური ცენტრფორვარდის გარეშე დაიწყოს - ძირითადში არც კაჭარავაა და არც ქვილითაია. ე.წ. 'ცრუ ცხრიანის' პოზიციაზე, დიდი ალბათობით, ვაკო ყაზაიშვილი ითამაშებს, თუმცა ამ როლის შესრულება თორნიკე ოქრიაშვილსაც შეუძლია. 4-2-3-1 სქემაში გამთამაშებლად ოთარ კიტეიშვილია, თუმცა თავისუფლად შესაძლებელია, რომ ეს სქემა 4-3-2-1-ად, ან 4-3-3-ად გარდაიქმნას. კაჭარავას და ქვილითაიას ძირითადში არყოფნა იმაზეც მიუთითებს, რომ ვაისი მაღალი ჩაწოდებებით თამაშს არ აპირებს და აქცენტს კომბინაციურ შეტევებზე აკეთებს.

საქართველო (4-2-3-1): ლორია - კაკაბაძე, კაშია, კვერკველია, დვალი - კანკავა, კვეკვესკირი - კვარაცხელია, კიტეიშვილი, ყაზაიშვილი - ოქრიაშვილი.

ბელარუსი (4-4-2): ხატკევიჩი - ზოლოტოვი, მარტინოვიჩი, ნაუმოვი, ბორდაჩევი - ბახარი, იაბლონსკი, ებონგი, ნეხაიჩიკი - ხაჩატურიანი, ლისაკოვიჩი.

📺 ფოტოები: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

საქართველოსა და ბელარუსის მატჩს თურქ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი არბიტრი გამოცდილი ჯიუნეით ჩაქირი იქნება. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაზე ვიდეო-რეფერი იმუშავებს, რაც საქართველოს ნაკრების ისტორიაში პირველად მოხდება.

ბელარუსის ნაკრებთან გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის D გზის პლეი ოფის ფინალში გავა, სადაც ჩრდილოეთ მაკედონიასა და კოსოვოს შორის გამარჯვებულს, ასევე თბილისში დაუპირისპირდება. ფინალი 12 ნოემბერსაა დაგეგმილი.

კომენტარები

ბოლო ამბები