Thumbnail

ცნობილი რუსული სპორტული საიტი championat საქართველო-ბელარუსის მომავალ დაპირისპირებაზე მკითხველს საკუთარ პროგნოზს სთავაზობს. სტატიას, რომელშიც ცალსახად ვლადიმირ ვაისის გუნდის უპირატესობაზეა საუბარი, სათაური ასეთი აქვს: "კვარაცხელია შინ გაუშვებს მარტინოვიჩს, ნეხაიჩიკსა და ლისაკოვიჩს".

"ამ დროისთვის საქართველოს ნაკრები უკეთესად გამოიყურება. გარდა იმისა, რომ გუნდი ცნობილი სლოვაკი სპეციალისტის ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით საინტერესო ფეხბურთს აჩვენებს, საკუთარ მოედანზე ითამაშებს. მართალია, გულშემატკივრების გარეშე, მაგრამ მაინც. საკუთარ კედლებში კი ეს გუნდი გოლს ძალიან იშვიათად უშვებს.

ბევრი გოლის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს. ბელარუსს შედეგიანობის მხრივ დიდი პრობლემები აქვს, ქართველებს კი ერთი-ორი ბურთიც ეყოფათ. შეცდომის ფასი მაღალია და დროზე ადრე გახსნილი თამაშის ჩვენებას არცერთი გუნდი გარისკავს.

ბელარუსის ფეხბურთში დიდი დაღმასვლაა და მათ სტუმრად ქართველებისთვის გოლის გატანა, რომლებსაც დანიამ და ირლანდიამაც კი ვერ გაუტანა, ძალიან გაუჭირდებათ. ველით დაბალშედეგიან თამაშს, რომლის ძირითად დროში საქართველო, მინიმუმ, არ წააგებს", - წერს საიტი, რომელიც მკითხველს ასეთ ფსონს სთავაზობს: საქართველო არ წააგებს + 2.5-ზე ნაკლები გოლი.

ევრო 2020-ის შესარჩევი პლეი ოფის ნახევარფინალური შეხვედრა ცარიელ "დინამო არენაზე", 8 ოქტომბერს, 20:00 სთ-ზე დაიწყება. ამ მატჩში გამარჯვებული ფინალში ჩრდილოეთ მაკედონია-კოსოვოს წყვილში მოგებულს 12 ნოემბერს უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები