Thumbnail

'მივხვდი, რომ მართლა ის იყო' - როგორ დაიცვა სალაჰმა უსახლკარო კაცი

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • მოჰამედ სალაჰმა აგრესიული ახალგაზრდები შეაჩერა
  • ეს ეგვიპტელის პირველი სამაგალითო საქციელი არ არის

ივნისში, მოჰამედ სალაჰის საქციელი მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. ეგვიპტელი ფეხბურთელი მანქანაში ბენზინის ჩასასხმელად სენსბერიში, ერთ-ერთ გასამართ სადგურზე გაჩერდა და მოულოდნელი ნაბიჯი გადადგა. მან იქვე გაჩერებულ მგზავრებს მიმართა და უთხრა, რომ შეეძლოთ, ბენზინი თამამად ჩაესხათ, რადგანაც თანხას ყველას მაგივრად ის გადაიხდიდა.

ლივერპულის ვარსკვლავი ახლა ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა. 28 სექტემბერს, არსენალთან 3:1 მოგებული შეხვედრის შემდეგ, 28 წლის სალაჰი ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე გაჩერდა.

სალაჰი ინციდენტის დროს ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე

ეგვიპტელმა დაინახა, რომ აგრესიული ახალგაზრდები უსახლკარო კაცს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და დასცინოდნენ. ეგვიპტელი უსახლკარო კაცს გამოესარჩლა და ახალგაზრდები შეაჩერა. მან აგრესიულად განწყობილ ჯგუფს ამ სიტყვებით მიმართა: "შესაძლოა, რამდენიმე წელიწადში შენც ასე იყო".

ამის შემდეგ მო უსახლკარო კაცს მიუბრუნდა და 100 ფუნტი მისცა. ახალგაზრდებისგან შევიწროვებული უსახლკარო კაცი დევიდ კრეიგია, რომელმაც The Sun-თან საუბარში ეს ამბავი გაიხსენა: "მო ისეთივე შესანიშნავი იყო, როგორც მოედანზე. მან მოისმინა, რას მეუბნებოდნენ ახალგაზრდა ბიჭები, ამის შემდეგ მათ მიუბრუნდა და უთხრა, რომ შესაძლოა, რამდენიმე წელიწადში თვითონაც ასე დამართნოდათ. მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ ჰალუცინაცია არ მქონდა, როცა მომ 100-ფუნტიანი გამომიწოდა," - განაცხადა დევიდმა.

მოჰამედ სალაჰმა პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ოთხ მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც თავი 5 გატანილი გოლით გამოიჩინა.

 

 

კომენტარები

ბოლო ამბები